lighter
ჯერ ერთ ჯიბეზე მიიდო ხელი, ემრე მეორეზე, ბარემ გასაღები შეამოწმა ამას ყოველთვის აკეთებდა. უკანა ჯიბეებისკენაც წაიყო იქ ერთი შეხებით ვერაფერი აღმოაჩინა, ისევ დაუბრუნდა მარცხენა ჯიბეს, სადღაც სიგარეტის გვერდით უნდა ყოფილიყო. – ოხ ეს ლიუ – გაახსენდა უცებ და სიგარეტის კოლოფი ამოიღო. სიგარეტებს შორის უხერხულად იყო ჩაკვეხებული სანთებელა.
- იცით ვერ ვიტან ადამიანებს რომლებიც კვირაში ერთხელ ეწევიან, ერთგვარ სოციალურ მწეველებს, ლოგიკით თუ სხვა ეწევა მეც ვეწევი.
- რატომ? – დაინტერესდა ჯურნი
- არვიცი, აი საკუთარი სიგარეტის კოლოფში დამიმალეს “ზაჟიკარკა”
- აჰაჰა საინტერესოა. …დააა ბოლოდროინდელ ამბებზე რას ფიქრობთ?
- პარლამენტის სკანდალზე? – მიუხვდა კაე და ეშმაკური მზერა დაუხვედრა
- აჰაჰა მეტი რა სკანდალი უნდ აიყოს აბა ჩვენს პატარა პროვინციაში, დილით მზე რომ ამოდის ხალხს სიახლე გონია – გაეცინა ჯურნის
- იცით, უხეშარ რომ ვთქვათ მკიდია
- როგორ, როგორ შეიძლება “გეკიდოთ” ეს ხომ თქვენი სამშობლოა. დღეს როცა სამშობლოს ბედი წყდება…
- დიდი ბოდიში – შეაწყვეტიკა კაემ – ჩემი აზრით ყველამ თავისი საქმე რომ აკეთოს არაფერი დაშავდება
- თქვენ მე სულიერად სილას მაწნით ახალგაზრდავ
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა
- სად წავიდა კიჯა? – იკითხა კაემ იმ იმედით სიჩუმეს გავფანტავო
- არვიცი მოსაწვად გავიდოდა, უყვარს გარეთ გასვლა მოწევისას
- საინტერესოა ორი უცნობი ადამიანი, ორი წუთი დაგვტოვა საერთო მეგობარმა დ აუკვე უთანხმოება.
- მართალი ხართ ჩვენს შორის არაფერია საერთო, თავიდანვე ვატყობდი – მოიტყუა ჯურნიმ
- მართალი ხართ, მიკვირს კიჯამ რატომ დამპატიჟა თქვენთან ერთად სადილზე, მაპატიეთ ჩემი გულწრფელობა მაგრამ დარწმუნებული ვარ იცოდა ასე რომ მოხდებოდა – უხერუხლად გაიღიმა კაემ და პასუხის მოლოდინში მეორე თვალი ცოტათი მოჭუტა. ჯურნი რაღაცას ეძებდა ჯიბეში და მის მიმიკას ვერ დაინახავდა
- ეგ ხომ ჩხუბის და კამათის ხამია – ნერვიულად უპასუხა ჯურნიმ და გაჭირვებით ამოიღო სიგარეტის კოლოფი.
- აჰაჰაჰ აი სოციალური მწეველები მეც მერჩიან – უხერხულად გაიღიმა ჯურნიმ, ერთი სული ქონდა კიჯა როდის მოვიდოდა და საერთო თემას შეარჩევდა
უცბად ხის კედლის უკან კიჯას თავი გამოჩნდა, ფეხების გარეშე ისე ჩანდა – გეგონება მოაქვთ.
- ბიჭებო ზაჟიკალკა ხო არ დავტოვე აქ?
კაე და ჯურნი ბოლო ხმაზე იცინოდნენ, კიჯა ვერაფერს მიმხვდარიყო.
- დაჯე, დაჯე, აქ მოწიე შე ვერშემდგარო რომანტიკოსო – იცინოდა ჯურნი
არჩი

- არ შეიძლება, არავითარ შემთხვეაში არ შეიძლება!! – გაგიჟებული თვალებით გვიყურებდა მიო.
- რა ვქნათ? – ვკითხე მე უფრო გაგიჟებულმა (ეს ირონია იყო, არ მესმოდა რატომ აღიქვამდა ამას მიო ასე საშინლად)
- თქვენ რა გაგიჟდით?
- მიო, თვითგანვითარება აღარ აქვს პროგრამას, სულ ერთ ციკლში ტრიალებს, ან უნდა გავთიშოთ ან …
- არა, არა არ შეიძლება…ვინ გააკონტროლებს პროგრამას?
- ბოლომდე არ გავუშვებთ, ცოტათი… – წარბი აუწია და გაუღიმა კაემ
ჩვენ მომდევნო მისას ვასრულებდით. საკმაოდ უჩვეულო იყო, საერთოგალაქტიკური პროგრამირების ცენტრის ხალხიც ჩვენს გვერდით ხომალდზე იყვნენ. კაი ტიპები იყვნენ უბრალოდ ცოტა სხვანაირად აღიქვამდნენ ყველაფერს. მაიოს ეს გამოხტომა არაფრად არ ჩავაგდეთ, რადგან პროგრამისტი იყო და მას არც ეკითხებოდა, ხოლო ჩვენ, როგორც სხვადასხვა სისტემებში ექსპერტებს გვევალებოდა სისტემის ანალიზის საფუძველზე ცვლილებები განგვეხორცელებინა.
თვითგანვითარებადი პროგრამა ციკლში იყო შესული, მისია იყო ამ ციკლიდან მისი გამოყვანა და შედეგებზე დაკვირვება.
მე და კაემ ვიცოდით, რომ სისტემის ციკლიდან გამოსაყვანად საჭირო იყო დიდ ეკრანზე ციკლში მოძრავი 16 მწვანე წერტილისთვის მიგვეცა რამდენიმე ძირითადიშეგრძნება: ის, რომ ისინი არსებობენ, ის რომ სხვებისგან განსხვავებულები არიან და შანსი და სურვილი – იყვნენ ყველაზე დიდები.
პროგრამა გავუშვით. მიოს გავხედე შუშის იქით, იჯდა და რაღაცას ბუზღუნებდა. რატომღაც პროგრამის გათიშვა და მისი ცილიდან გამოყვანა გაკრვეულწილად ერთიდაიგივე ეგონა. მოსწონდა აქ, ბნიუსიდან იყო, იქაურებს ყველას მოსწონთ ხომალდზე ყოფნა.
გამოკვლევას რომელიც გვერდით ხომალდზე ხდებოდა “ექსპერიმენტი ზესამყარო” ერქვა. გამოკვლევის მონაწილეები ცდილობდნენ შეექმნათ ისეთი სისტემა რომელიც თავის თავში ევოლუციას განიცდიდა და მათგან დამოუკიდებლად აქ გადმოაღწევდა.
- ჩართეთ “ინდივიდუმ 12″ – თქვა აჯამ
- არის “ინდივიდუმ 12″ – ვუთხარი მე
დიდ მონიტორზე მრგვალი წერტილები ამოძრავდნენ.
- სახელები უნდა დავაქრვათ უკვე – თქვა კაემ – რომ არ აგვერიოს.
ჩამოვწერეთ სახელები. რატომღაც არჩი მომეწნა, ალბათ იმიტომ რომ აბსოლუტურად არალოგიკურ ადგილას იდგა იმისთვის რომ სხვაზე დიდი გახდარიყო.
- ეჰ არჩი, არჩი.. ეხა დროს ჩავრთავთ და აბა შენ იცი – გავიფიქრე ხმამაღლა
კაემ უხეიროდ გამიღიმა
- დრო – ნერვიულად თქვა აჯამ
- არის დრო – თქვა კაემ აჯას აღელვებით გაკვირვებულმა
- ვახ ხომ ვამბობდი! ხომ ვამბობდი! – ვიყვირე მე.
წერტილი არჩი ერთადერთი იყო ვინც მოძრაობდა. 2 წუთის განვმალობაში მარტო არჩი დადიოდა სხვა წერილებს შორის ჩაჯდებოდა, თითქოს რაღაც მექანიზმის ნაწილიაო, დატრიალდებოდა, სხვასახ ატრიალებდა და როცა დარწმუნდებოდა ტრიალებსო, შემდეგ წერილზე გადადიოდა. ცოტა ხანში არჩი და მისი “თანამემამულენი” სხვადასხვა დროს, სხადასხვა სიხშირით ტრიალებდნენ.
- რატომ ტრიალებენ? – იკითხა კაემ თუმც აწინასწარ იცოდა მას უფრო მეტად შეიძლებოდა ჰქონოდა პასუხი ვიდრე ნებისმიერ სხვას.
- პროგრამისტების ბრალი იქნება.
- არა ყველაფერი ზუსტია, ტრიალი გაზრდის მეთოდია – თქვა აჯამ და ზომების მაჩვენებელი უმცირეს შესაძლებლამდე დაიყვანა.
არჩის გვერდით საოცრად იდეალური 0 ეწერა. როცა სხვებს სხვადასხვა (არა ნოლი :დ) მაჩვენებლები ჰქონდათ.
- ესეც შენი არჩი , რა ჯანდაბაა რატო არ იზრდება? – რაღაც სტრანნად იკითხა კაემ
- არ უნდა – ვთქვი მე იმაში არ დარწმუნებულმა დებილობა ხო არ ვთქვი თქო
მართალი ვიყავი. წერტილები საკუთარი ნებით იცვლიდნენ მაჩვენებლს
- რაღაც მიზეზია არჩი ვერ მუშაობს
- ძაან ღელავ მაგ შენს არჩიზე – გამიღიმა კაემ
ოთხი დღის განვმალობაში თითქმის არაფერი იცვლებოდა, უბრალოდ ზომის მაჩვენებლები. მეოთხე ღამეს გამეღვიძა, სულ მეღვიძება ამ დროს, მერე თუ მინდა დავიძინებ თუ მინდა არა.გავედი ეკრანის და მაჩვენებლების სანახავად. არჩი – 0 ეწერა ისევ, ეკრანს ავხედე და ერთი მწვანე წერტილი აკლდა. იქ ზუსტად იქ სადაც არჩი “იდგა” აღარ იყო მწვანე წერტილი.
ყველა გავაღვიძე პროგრამისტები რომ უნდა გამეღვიძებინა მარტო. მეორე დღეს შუადღეზე პროგრამისტებმა დასკვნა გამოგვიტანეს წერილობით, თუ ვინმე სგაინტერესებთ წაიკითხეთ რაც შეგვაქვს პროტოკოლშიო.
მოკლედ რომ ვთქვათ თვითლიკვიდაცია იყო. ეხლა უნდ ადაგვემუშავებინა მონაცემები და გვენახა რატომ საიდან და როგორ გადაწყვიტა არჩიმ თვითლიკვიდაცია რაც თითქმის შეუძლებელი იყო
მესამე დღეს სისტემა წითელი წერტილებით აივსო, ისინი ნელა ჩამოდიოდნენ და მწვანეების გვერდით დგებოდნენ, მერე ცოტახანში მწვანეების ტრიალის ველის შედეგად ლურჯები ხდებოდნენ მასას კარგავდნენ და ზემოთ ადიოდნენ.
- ესენი ვის დაკარგვიან? – დიანტერესებული მისჩერებოდა ეკრანს და მაჩვენებლებს აჯა.
- ეგ ჩაკეტილი სისტემაა, ეგ არჩია ოღონდ უნივერსალური, არ ტრიალებს არ იზრდება, უბრალოდ მაგ სისტემას შეცვლის ალბათ ყოველთვის, ყოველ მომდევნო წამს, არჩი გახდება მაგ სისტემის მაცოცხლებელი ძალა. ნახე რა უწერია ინდიკატორში? – ისევ 0 ეწერა
- მოიცა ვერ გავიგე მაინც…- დაიბნა კაეც
- რავერ გაიგეთ…წვიმს ხალხო! წვიმს!
FAIL! თეორიის სოციალური თავისებურება
მარტივად და ძალიან მოკლედ დავწერ. არსებობს რაღაცეები რასაც არ აქვს მტკიცებულება, თუმცა ხალხს სწამთ მათი. ასეთია მაგალითად რელიგია. როგორც სტუარტი და ლირი თავიანთ წიგნში “დესტრუქციული სექტები” თუ რაღაც ეგეთი ქვია, წერენ (ინარჩუნებენ რა დიპლომატიურობას და ერთგვარ ხრიკს ხმარობენ ეხებიან მარტო სექტებს თუმცა ფაქტია რომ ეს ყველაფერი პირველ რიგში რელიგიებს ეხება) – “რელიგიაზე არ უნდა ვიმსჯელოთ იმის მიედვით თუ რისი სწამთ მათ, არამედ იმით, თუ რას აკეთებენ მისი წარმომადგენლები.” ამ ფრაზაზე ავტორები დიდხანს არ ჩერდებიან და აგრძელებენ წიგნის სათაურის შინაარსობრივ განვრცობას. თუმცა მინდა ორიოდე სიტყვა დავამატო.
საქმე იმაშია, რომ ჯგუფი როგორც ასეთი უკვე თავისთავად არის დესტრუქციული (იხილე წინა სტატია). ჯგუფის წევრები არიან საერთო მიზნებით გაერთიანებული ადამიანები რომლებიც განაგდებენ არამათნაირს , იმას, ვინც მათ არ გავს. წინა პოსტს კიდევ განვავრცობ დ ავიტყვი რომ ჯგუფის საერთო მიზნები და ქცევის წესებიც ცხოველური ინსტინქტების ინტელექტუალური ტრანსფორმაციაა. ამის მაგალითად უმარტივეს სოციობიოლოგიურ ცდას მოვიყვან:
დასვეს ორი მაიმუნი :დ თითო თითოდ შედიოდნენ ორი სახის ადამიანები. პირველი ჯგუფი იმეორებდა მაიმუნის ქცევებს, მეორე ჯგუფი არ იმეორებდა. შემდეგ ორივენი შედიოდნენ და აჭმევდნენ ბანანს. მაიმუნი პირველად იმისგან იღებდა, ვინც მისი ქცევები გაიმეორა, მიიჩნევდა რა მას, უფრო მეტად თავისიანად.
ხო ეხა მთავარ საკითხზე :დ რატომ არის რელიგია ფეილი :დ საერთოდ საკუთარი თავის შეცნობა არასდროს ყოფილა რამე ისეთი რაც ცუდია. იგივეს ვიტყოდი გარესამყაროს შესახებ რომელიც პირველი სთეითმენთის ნაწილია. თუმცა როდესაც ეს ხდება კოლექტიურ დონეზე, ინფორმაცია არ მიეწოდება ინდივიდს ისე, როგორც ის არის. ყველა შემთხვევაში ინფორმაციას ახლავს ვიღაცის მიერ მის სასარგებლოდ ინტერპრეტაცია, რომელიც მას ერთგვარად აბინძურებს.
ნებისმიერი რელიგია რომელიც სოციალური მოვლენაა ზემოთმოყვანილი მიზეზების გამო არის ფეილი. ამის დასამტკიცებლად შევეცდები უფრო შორს შევტოპო და გითხრათ რომ თეორია, რომელსაც აქვს დამტკიცება სოციალურ დონეზე ისეთივე ფეილია როგორც ტყუილი. ანუ რომ არსებობდეს იდელაურად მართალი და ჭეშმარიტი რელიგია, ასევე იქნება ფილი თუ იგი ორგანიზებულ ხასიათ მიიღებს, შეითვისებს კულტურულ ელემენტებს დ ააიკიდებს ზემოთხსენებულ ინტერპრეტაციებს.
გუშინ ვუყურე სამყაროს შექმნის თეორიებზე რაღაც ფილმს. რომელიმე თქვენგანმა (ფიზიკოსებს არ ვგულისხმობ) ბოლომდე გაიგეთის მეცნიერული ჭეშმარიტება რომ სამყარო აფეთქების შედეგად შეიქმნა? :დ შეგიძლიათ ადგეთ და დამიმტკიცოთ რომ ეს ასეა? ან ის რომ მემბრანები არსებობენ და სხვადასხვა მემბრანაში სხვადასხვა სამყაროა (რომელიც ასევე მეცნიერული დასკვნაა, თეორიაა) რათქმაუნდა არ შეგიძლიათ. ეს იმას ნიშნავს რომ ამ თეორიის გამოყენება შეიძლება ნებისმიერ მხარეს. მემბრანების თეორიას გამოვიყენებ იმისთვის რომ დაგიმტკიცოთ რომ ფსიქოდელიური კულტურა ერთადერთი და ჭეშმარიტია ამ კულტურას რომ არ ჰქონდეს ის თავისებურება რომ არავინ არაფერს არ ამტკიცებს, და სრულიად რომ არ აღიარებდეს ინდივიდის ერთადერთობას :დ
ხოოოო…
ადამიანი როგორიც ის არის

ეს არ არის რამე სისტემატიზირებული ნაწერი რომლის ნაწილებსაც დავალაგებ თემატურად პუნქტების და აბზაცების მოშველიებით. ეს უბრალო ფიქრების ერთიანობაა რომელიც ეხლა მომდის თავში.
პირველ რიგში მინდა ვისაუბრო სამყაროს ხედვის ორ ძირითად და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ფორმებზე. ზოგ კულტურაში ერთი მათგანი დომინირებს, ზოგში მეორე მაგრამ ყველა მათგანში ასე ვთქვათ “ფურცელზე” ან ანალიტიკური თვალსაზრისით.
1) როდესაც სამყარო არის ჩვენს გარეთ. ანუ ნებისმიერი პატარა ნაწილაკი ჩვენგან დამოუკიდებლად მოქმედებს. ასეთი ხედვა აქვს დღევანდელ ევროპულ მატერიალისტურ სამყაროს (არა ინდივიდების დონეზე არამედ ზოგადად) რომელიც ლოგიკური მსჯელობით უშვებს მეორე აღქმას თუ არა, მიდის იქამდე რომ ადამიანი სამყაროსგან გარკვეულწილად დამოუკიდებელი არსებაა, უფრო ზუსტად კი სამყაროა ყოველი ინდივიდისთვის დამოუკიდებლად მოქმედი, არასისტემატიზირებული და გარკვეულწილად არაჰარმონიული ან სხვა, უფრო ძლიერი ან შეიძლება ყოვლისშემძლე (ან ერთადერთი ყოვლისშემძლე) ძალის მიერ მართვადი (რომელსაც არ ეკუთვნის თვითონ და რომელსაც პირდაპირ ემორჩილება)
2) მეორე ხედვა რომელთანაც უფრო ახლოს ვარ და ერთი შეხედვით ეგოისტური ჩანს თუ სოციუმის სხვა წევრების თვალსაზრისით შევხედავთ, გულისხმობს ადამიანის ცნობიერების ერთიანობას სამყაროს თვითმომქმედი და ჰარმონიზებული ინტელექტისა და ძალის კომბინაციასთან.
ეს ორი შეხედულება თითქმის ყველგან, ფილოსოფიაში, პოლიტიკაში, იურისპრუდენციაში და ა.შ (მუსიკის ორი სახეც კი რომელიც ერთ-ერთ ძველ ვიდეოპოსტში ვახსენე ამ ორ ძირითად ხედვას უკავშირდება, კიარადა პირდპაირ კავშირშია) წარმოქმნის ყველა ლეველზე მათ ასე ვთქვათ…პარალელურ შეხედულებებს, ანუ მათ რომლებიც გამომდინარეობს ზემოთმოყვანილი ზოგადიდად და კონკრეტიზირებულია. ანუ რეალურად ადამიანების შეხედულებები შეიძლება დაიყოს ამ ორ ჯგუფად, დანარჩენი უბრალო დეტალებია. თუმცა ადამიანების დაჯგუფება ამ სისტემით, ანუ იმის მიხევდით, თუ რომელს ემხრობიან არასწორი იქნებოდა. იმიტომ რომ გარდა სხვადასხვა იდეოლოგიისა და შეხედულებებისა ან თუნდაც რელიგიისა რომელიც ადამიანს გააჩნია და იყენებს სოციუმში იდენტურობის ქონის მიზნით, მას სავარაუდოდ საათობრივად ეცვლება შეხედულებები კონკრეტულ საკითხებზე. შეუძლებელია რაიმე “ქვედაზე” აზრის შეცვლა თუ “ზედა” “უძრავია”. იმის თქმა მინდა რომ არ არსბეობს ადამიანი აუცილებლად და მთელი ცხოვრება რომელიმე ზემოთაღნიშნულ ხედვას რომ იზიარებდეს (შეიძლება ცნობიერ დონეზე ეგონოს რომ ასეა იმიტომ რომ ცნოებიერზე უზომო გავლენა აქვს კონვენციურ მორალს, აღზრდას რომლის ნაწილიცაა გარკვეულწილად წილად ბოლოს ხსენებული, უბრალო გარემოებებს რომელიც ხდება.
აქიდან გამომდინარეობს რომ ადამიანი არათუ ინდივიდია, არამედ ასეთი შეფასება მისი ასეთი ძერსკი თავისევურებების გამო ერთგვარი შეურაცხყოფაცაა. ადამიანი ინდივიდთა ერთობლიობაა, ცარიელი, ნამდვილი ადამიანი არის აზრების, შეხედულებების, განცდების, სახის ახევის ))) ერთობლიობა. იგი შინაგანი იმპულსურობის ხარისხით იმაზე უფრო მძაფრია ვიდრე ნებისმიერი ბიგ ბენგი, ლეთ ზერე ბი ლაითი ან უბრალოდ სანსარის ციკლი მთელი თავისი ილუზიურობით.
როცა ადამიანი მოქმედებს ცხოველური ინსტინქტების ინტელექტუალიზაციის საფუძველზე მომქმედ სისტემაში (მაგალითად ერი, რომელიც ჯოგის ცნების ტრანსფორმაციაა, ინსტინქტის ფსევდოანალიტიკური, უფრო ზუსტად ნახევრადინსტინქტური განსაზღვრაა ) ის კარგავს ამ განცდათა სისტემას, ტოესც იმარხავს თავის თავში. ასეთი განსაზღვრება ეჭვქვეშ აყენებს არამარტო რელიგიებს, იდეოლოგიებს არამედ უიდეობასაც, მათ ხელოვნურ გაქრობას თავისუფლების რაღაც ეტაპის მიღწევის მიზნით და შესაბამისად მთლიანად თავისუფლების ცნებას როგორც ცალკე არსებულს, როგორც განსაზღვრულს, როგორც იმას რაც შენ იმ მომენტში არ ხარ, ანუ ფსევდოთავისუფლებას, არაწმყოს.
ზემოთნახსენებ სისტემას მიეკუთვნება არამარტო სახელმწიფო, იდეოლოგიური ჯგუფი და ა.შ არამედ ნებისმიერი რამ რასაც შეიძლება ჯგუფურობა მივანიჭოთ. მეორეს მხრივ ეს “ინსტინქტი” ადამიანს ტყუილად არ შემორჩენია და ამას აქვს ლოგიკური მიზეზები და მიზნებიც. თავისთავად ინდივიდუალიზმის თემის წამოჭრა უკანასკნელ საუკუნეებში მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი ამ შეზღუდვისგან გათავისუფლებას იწყებს და მიიწევს საკუთარი შინაგანი ღელვის ანალიტიკურად განსაზღვრისაკენ. საკუთარი თავის შეცნობის პროცესი კოლქტიური მხარდაჭერითა და ცალკეული ინდივიდისთვის ინდივიდუალურ დონეზე, როგორც ევოლუციის პროცესი რომელსაც ნაყოფი განიცდის და ყველამ უნდა გაიაროს ვისაც არსბეობისკენ აქვს ლტოლვა.
მოკლედ ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ (არვიცი რამდენად ზუსტად გადმოვეცი) ისევ ტიმ ლირისთან მივიდვარ და დანარჩენის განსაზღვრის ამბავში მივენდობი :დ
oooda
ooo ))))))))
es exa blogroll.ge ze daideba vitom postia da rame shinaarsi da rame.
can i have some of that cool wHip? )))))
umama umamaumau uma umamauuuu mama umamamu maau mama umamauuuuuuu
brain dont u kno about the biiiird yeaaaaaah, everybody knows that the bird is the word!!!
[18.10.2009 23:56:40] zviadii says: mprinavi tefshi
[18.10.2009 23:56:42] zviadii says: da giogashvili
[18.10.2009 23:56:44] zviadii says: pirispir
[18.10.2009 23:57:13] zviadii says: da es ro aqedan udzaxis seh amerikelis da rusis nabichvarooo
[18.10.2009 23:57:15] zviadii says: (rofl0
[18.10.2009 23:57:18] zviadii says: ar mjerao
)))))))))))))))))))))))))
[0:10:47] gubaz sanikidze says: shen ras chalichob?
[0:10:48] gubaz sanikidze says:
)))
[0:11:18] 2kija says: ravi
[0:11:20] 2kija says: (rofl)
[0:11:28] gubaz sanikidze says: (hug)
[0:11:31] 2kija says: chems yleobas gamovxatav rogorc froidma gvirchia )))))
[0:07:40] 2kija says: au exa sanam
[0:07:42] 2kija says: matematikas
[0:07:43] 2kija says: datsers
[0:07:44] 2kija says: paxmelia
[0:07:45] 2kija says: dmaetskeba
)))b
chemo ertgulo mkitxvelo ))) esaa perosnaluri posti :happy: a ravali sheesabameba qartuli perosnaluri blogingis tradicias
:jump:
უცხოპლანეტელები

ოოდა რა მინდოდა მეთქვა. ა ხო…პატარა ქალაქში სიმშვიდემ დაისადგურა მას შემდეგ რაც უცხოპლანეტელები ჩამოვიდნენ. არავის არ ყავდა ისინი ნანახი, თაიანთ თავებს მალავდნენ და ჩვეულებრივი ადამიანების სკინებში ეწყობოდნენ, თუმცა ძალიან დიდი ძალაუფლება ჰქონდათ ყველაზე.ზოგს მათი არსებობისა არ სჯეროდა თუმცა მაინც ასრულებდნენ მათ დავალებებს ალბათ ქვეცნობიერად სჯეროდათ :დ ზოგი თვლიდა რომ უცხოპლანეტელების სატსავი დესტრუქციული ძალა იყო და უნდოდა დაემონებინა მთელი ქალაქი.
- გონს მოდით ადამიანებო, ნახეთ რას გვიშვებიან, მათ მიიღეს მონაწილეობა ჩვენი კოდექსის დაწერაში, შეხედეთ სახელმწიფო გერბს, მათი ნიშანია მასზე გამოსახული, შეხედეთ საუკეთესო ბრენდებს, ხედავთ მატ ნიშნებს? ორმხრივად გაკეცეთ ჩვენი ფულის ერთეული და დახედეთ ნიშნებსა და ლოგოებს. ისინი ჩვენს შორის არიან და ჩვენ გვიმონებენ, მალე მათ ჩვენზე ყველანაირი ინფორმაცია ექნებათ. ყვიროდა სანგე რომელსაც რატომღაც მარტო მეზობლები ეძახდნენ საის. ბოლო ხმაზე, თითქოს ამაში ფულს იღებსო…თითქოს.
- დედა რატომ არ შეიძლება ფეხი დავადგა ყვითელ ხაზებს ტროტუარზე?
- იმიტომ რომ ასე წერია კოდექსში შვილო
- დედა რატომ არ შემიძლია სხვა მოქალაქე მოვკლა?
- და შენ გინდა რომ მოკლა?
- არა
- აბა რა გინდა, კოდექსიც მაგას გვირჩევს
- დედა, ის კაცი, ფსიქოტროპულ შოკოლადს რომ ითხოვს, რატომ არ აძლევენ?
- კოდექსი კრძალავს, მკაცრად უპასუხა დედამ.
საღამო დგებოდა
- რატომ იღიმი?
- რა?
- რატომ იღიმი?…
- ვერ ხედავ? მზე ჩადის, ამ დროს უნდა გავიღიმოთ.
- კიდევ რა დროს უნდა გავიღიმოთ?
- როცა ვხვდებით მეზობელს, ნაცნობს, მეგობარს
- რო არ გავიღიმო?
- უზრდელობა
- რა არის უზრდელობა? როცა რამის გაკეთება არ გინდა და არ აკეთებ?
- ხო – გაკვირვებულმა უპასუხა და წავიდა.
ღამით გაეღვიძა. მოლურჯო-მოთეთრო გამჭირვალე სხეული ჩამოვიდა კედლიდან, გაფუჭებული რადიოს ხმებს გამოსცემდა.
- ვინ ხარ? – ჰკითხა შეშინებულმა.
- მე აიჯა ვარ, კაეს და 2კიჯას მეგობარი.
-ვინ კაე? ვინ 2…
- ამას არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ უცხოპლანეტელები არსბეობენ მაგრამ ამ პლანეტაზე აღარ არიან, არც კოდექსი დაუწერიათ…
- აბა კოდექსი არ არსებობს? – გაუკვირდა.
- კი )) გაეცინა აიჯას, უბრალოდ ჩვენ არ დაგვიწერია.
მომენტალურად გაქრა როგორც ძველი ტელევიზორის ეკრანზე მყოფი გამოსახულება გათიშვისას.
დედამ იფიქრა სიზმარი იყოო. ხელახლა დააძინა და მისაღებ ოთახში დაბრუნდა.
ღამის 1 ის ნახევარი იყო.
- როგორ ხარ საი?
- კარგად, კარგად არის საქმეები, ყველაფერი წინ მიდის, ნელნელა ყველა იჯერებს რომ უცხოპლანეტელები არსებობენ
- მე გკითხე შენ როგორ ხარ თქო.
- აა მე კარგად – საწყლად უპასუხა საიმ.
- კარგია, ხელფასი უნდა გაგიზარდო
- მართლა? – გაუხარდა.
- ხო, მაგრამ შემდეგი კვირიდან ყველა დაარწმუნე რომ უცხოპლანეტელებს სიკვდილის იარაღი აქვთ და მათ წინააღმდეგ ვინც წავა იმათთვის გამოიყენებენ.
- არის უფროსო…
- კარგი წადი
წავიდა. მარა ყლე არავის მოსჭამოს :დ
Birtvisi Psytrance Party

quoting sandro:
ფართი კეთდება ბირთვისის ტერიტორიაზე
გირჩევთ იქონიოთ საკემპინგო აღჭურვილობა
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით საკონტაქტო ნომერს
ტრანსპორტით 1 საათია ბირთვისამდე
ტრანსპორტი რესპუბლიკის მოედნიდან
ბარი იქნება, მაგრამ მაინც შეგიძლიათ პრიპასი გაიკეთოთ
გაგრძელდება საღამოს 9დან დილის 12მდე
ფასი 10 ლარი
მიხარია რომ Sunshine group ისა და AlienzFlight ის გარდა კიდევ ერთი ჯგუფი შეემატა ფსაი ფართის ორგანიზატორთა სიას. ჯიგრები ხართ!!! GL
ბლოგების რამდენიმე ძირითადი თავისებურება და ქართული ბლოგების მომავალი განვითარების ანალიზის მცდელობა

ნებისმიერ პროდუქტს და ტენდენციას გააჩნია თავისებური აღქმა სხვადასხვა კულტურასა და საზოგადოებაში. მათ შორის არის ბლოგებიც. პირველ ნაწილში შევეხები ზოგად ტენდენციებს და შემდეგ გადავალ ქართულ ბლოგინგზე.
თუკი ბლოგის დეფინიციის მოხდენა გვინდა ამაზე სტატია უნდა დავწეროთ, ორი სიტყვით ეს არ ხდება მათი განსხვავებულობის გამო როგორც შინაარსობრივი (პოსტების საერთო თავისებურებები) ასევე ტექნიკური თვალსაზრისით (ვიდეობლოგები, ბლოგების კატალოგები და ა.შ)
გარდა იმისა რომ ბლოგების მწარმოებელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, (დღესდღეობით საშუალოდ 15 მილიონი განახლებადი ბლოგი არსბეობს) ვითარდება მისი გამოყენების (მკითხველის კუთხით) შესაძლებლობები და არეალი. მაგალითად, მეცნიერების, ლექტორებისა და პროფესორების გვერდები საჯარო ინფორმაციად (ვგულისხმობ რეალურ საჯაროობას, როცა მკითხველს აქვს არამარტო უფლება მოიპოვოს ინფორმაცია, არამედ ამის ფართო შესაძლებლობებიც) აქცევენ იმას რაც მანამდე მხოლოდ მათი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ასეთმა ბლოოგებმა გაზარდა თვითგანათლების შესაძლებლობების სპექტრი. ამას ხელს უწყობს საძიებო სისტემებიც, მათი უმრავლესობა ისეა მოწყობილი, რომ პირველ რიგში ამოაგდებენ ბლოგპოსტებს იმ კივორდზე, რასაც შევიყვანთ.
ქართულ ინტერნეტ რეალობაში ინტერნეტის მომხარებლები ამ შემთხვევაში შეგვიძლია ორ ძირითად ტიპად დავყოთ (საერთოდ ინტერესების მიხედვით ვყოფ რომელთაც შესაბამისად აქვთ ეს განმსაზღვრელი ფაქტორები – პირადი ურთიერთობები, ხელოვნება და საზოგადოებრივი და სამეცნიერო საკითხები) ისინი ვინც აქტიურად იღებენ ინფორმაციას ინტერნეტით და ისინი ვინც ინტერნეტს (ვგულისმხობ თავისუფალ დროს გამოყენების მიზნებს) იყენებს პირადი ურთიერთობებისთვის ან გასართობად, მეორე ტიპი უფრო ხშირია და ყოველთვის ასე იქნება (ჩვენთან) ისევე როგორც ალბათ ლათინოამერიკულ ქვეყნებში. ორივე მათგანი შეიძლება იყოს ბლოგის მკითხველი, თუმცა მნიშვნელოვანი ამაში ისაა, რომ სწორედ ისინი განსაზღვრავენ ბლოგების ორი ტიპის არსბეობას – პეროსნალური და თემატური.
რატომ? იმიტომ რომ არ არსებობს ბლოგი, რომელზეც არ არის დაოტვებული არცერთი კომენტარი და მაინც მომქმედია და განახლებადი. ბლოგერი ასე ვთქვათ პროგრამირდება იმ წარმატებული პოსტების ტიპის და თავისებურებების მომდევნო პოსტში განმეორებაზე, რომლებიც ნახვების და კომენტარების თვალსაზრისით ყველაზე პოპულარული იყო. ანუ მარტივი პრინციპი მოქმედებს არის მომხარებელი, არის პროდუქტი.
ქართულ რეალობაში თემატურ ბლოგს არ შეიძლება ჰყავდეს უფრო ბევრი მკითხველი ვიდრე პერსონალურ ბლოგს, ამიტომ თუკი ჩვენ გვინდა ბლოგინგის კულტურის განვითარება, პერსონალური ბლოგების განვითარებას უნდა შევუწყოთ ხელი.
ამიტომ მოკლედ შევეცდები განვსაზღვრო როგორი ჯობია იყოს პერსონალური ბლოგი იმისთვის რომ ჰყავდეს ბევრი მკითხველი
პერსონალური ბლოგების ტიპები:
1) უნივერსალური პეროსნალური ბლოგი – ასეთი ბლოგი მოიცავს სხვადასხვა თემებს, და ამ თემებზე ავტორის აზრს. ინფორმაციას ოღონდ ასევე სხვადასხვა თემებიდან და ზოგ შემთხვევაში პირადი ცხოვრებიდან პოსტებს. თუმცა ასეთი ტიპის ბლოგებში ამ უკანასკნელს მოჰყვება ზოგადი დასკვნა რაც ზრდის კომენტარების რაოდენობას იმ მიზეზით, რომ მკითხველსაც შეიძლება გააჩნდეს ამ საკითხებზე თავისი აზრი. ასეთებია: http://www.dodka.ge, http://norteri.blogpost.com და ა.შ თუ აქ შეიხედავთ ნახავთ, რომ მათ საკმაოდ ბევრი მკითხველი ყავთ და კომენტარებიც უხვად აქვთ. იმას ვგულისხმობ რომ ამ ორი ბლოგის პოპულარობა იმით კი არაა გამოწვეული, რომ ბევრი ხალხი შედის :დ არამედ იმიტომ რომ ამ ტიპს განეკუთხვნებიან. ვსმისლე სოფიმ (ნორტერი) ან პიკოლინამ http://www.iasamani.wordrpess.com რომ დომენები აიღონ და დოდკასნაირი სტრატეგია ჰქონდეთ (სარეკლამო თვალსაზრისით (არ ვგულისმხობ კონკრეტულად რეკლამას) ისინიც პოპულარულები იქნებიან (მინდ ააღვნიშნო რომ მატი მომხარებლები განსხვავებულები იქნებიან იმიტომ რომ ტიპაჟებია სხვადასხვა, რეიტინგი კი ერთ დოენზე ექნებათ) თუმცა იგივე სიტუაციაში ნაკლებად პოპულარული იქნება თინი (http://www.tiny.ge) რომელიც არ სვამს განსახილველ საკითხს (იშვიათად სვამს) და მისიბლოგის მკითხველები ყოველთვის მარტო მისი მეგობრები და ნაცნობები იქნებიან. თინი მიეკუთვნება მეორე ტიპს:
2) კლასიკური პეროსნალური ბლოგი – ასეთი ბლოგები ერთგვარი დღიურებია და მათი არსებობა ბლოგ კულტურის ისტორიის “ჯურღმულებში” იმალება. შემოვიდა რა ბლოგის წარმოების კულტურა, ბევრმა დამწყებმა იფიქრა რომ ეს იყო დღიურის ფუნქციის მატარებელი. უნდა აღინიშნოს, რომ კლასიკა არასდროს კვდება :დ თუმცა არც არასდროს იქნება მეინსტრიმი
თუკი მეორე ტიპის ბლოგების პატრონები შეცვლიან ფორმატს და ნელენლა გადავლენ პირველ ტიპზე ეს მათ ბლოგს მოუტანს უფრო მეტ წარმატებას
აუცილებელია განვიხილოთ მიწოდების პრობლემა. ზემოთ აღნიშნული მკითხველთა ტიპები კი ჩამოვთვალეთ მაგრამ რამდენად მისდით მათ ის ინფორმაცია რომელსაც მოიხმარენ? პერსონალურ ბლოგებს თავისი შინაარსის გამო აქვთ უუმაგრესი პოტენციალი იყვნენ ტოპ ქართული საიტები! ოღონდ იმ მეორე ტიპს რომელიც პერსონალკებს კითხულობს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ბლოგის სესახებ. აუციელებელია ბლოგ კულტურა ინტეგრირდეს იმასთან რასაც შეიძლება ეწოდოს “ინტერნეტ პოპ კულტურა”. ვგულისხმობ ვერეზებს, გადმოსაწერ საიტებს, სოციალურ სისტემებს, გასართობ პორტალებს (თუნდაც ეს იყოს ადნაკლასნიკი.რუს “ქართული ფლანგი” :დ )
ბლოგების პოპულარიზაციის მიზნით უკვე იწყება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზ ეკაგრი პროექტია blogroll.ge რომელიც მალე ამოქმედდება. თუმცა რამდენად იქნება ეს საიტი ინტეგრაციის ფუნქციის მატარებელი (როგორც პირველად დისკრიფციაში წავიკითხე, მგონია რომ შეძლებს იტვირთოს “ხიდობის”ფუნქცია) ეს უკვე სხვა საკითხია. მინდა იმ ადამიანებს ვინც ამ პროექტზე მუშაობს მოვუწოდო გაითვალისწინონ ეს მოსაზრება და ამ მხრივაც განავითარონ მომავალი ბლოგების კატალოგი.
2012

პოსტი ფორუმიდან:
ამისთვის თვაიდანვე უნდ აგავაიასნოთ რომ შეთქმულების თეორიების არ მჯერა, მაგრამ მჯერა ორმ ადამიანები (კიარადა პიროვნებები) იყოფიან ორ ნაწილად. ისინი ვინც წერს და ისინი, ვინც კითხულობს. რელიგიურად – ისინი ვინც პრაქტიკას გადის და ისინი, ვინც პრაქტიკოსებს ტაშს უკრავენ. მოკლედ ყველაფერი კინოინდუსტრისავითაა, ცოტა რეჟისორი და ბევრი მაყურებელი. ასევე ბარემ გავაიასნოთ რომ ყველანი ჩვეულებრივი ადმაიანები არიან უბრლაოდ რეჟისორებმა თეატრალურში ისწავლეს ![]()
რა იცვლება? – ანუ როგორ გახდა ოშო იესო
უამრავი ვერსია არსებობს 2012 წლის შესახებ, მათ შორის ატომური იარაღით წარმოებული ომებით გამოწვეული დედამიწის დასასრული, ადამიანის ცნობიერების შეცვლა, არსებობს მოსაზრებები რომ რაღაც “კასტა” აკეთებს ნოეს კიდობანის მსგავსს (სიმბოლურად) რაღაცას და წარღვნის ანალოგიას ელოდებიან. სინამდვილეში, როგორც ზენმა აღნიშნა (თუმცა 2009 ისეტივე მნიშვნელოვანია არ გვეშინოდეს როგორც 2012 ან 20014 იქნება) ყველაფერი დამყარებულია შიშზე. 60 იანებმა, ტექნიკურმა პროგრესმა და გლობალიზაციამ გამოიწვია აღმოსავლურ და დასავლურ კულტურათა განსაკუთრებული ჰიბრიდის შექმნა. მაგალითად ეზოთერიული კიარადა “ეზოთერიული” წიგნები და ფილმები რომელბიც ასწავლიან ადამიანს როგორ გახდნენ მილიონრები აღმოსავლური ფილოსოფიის ელემენტების გამოყენებით და იმხელა ტირაჟით ყიდიან – თვითონ ხდებიან მილიონრები და კითევ რამდნეიმე იღბლიანი მკითხველი/მაყურებელი.
2012ის თემის ასე გაპაპსავება, არაქრისტიანული წარმოშობის არმაგედონის ასეთი პოპულარიზაცია როდესმე თუ მოხდებოდა ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი. თუმცა ფაქტი სახეზე გვაქვს. ის ხალხი ვინც რაღაცეებს ცვლის, მიხვდნენ რომ ადამიანს სჭირდება უფრო სრულყოფილი შინაგანი კონტროლი. მაგალითად სექსუალურ რევოლუციამდე ადამიანს საზოგადოება უკონტროლებდა სექს პარტნიორების რაოდენობას, პოზებს და ა.შ როცა აღმოსავლეთში სექსი რელიგიური წარმოშობისაა (ბტწ როგორც გიორგი გურჯიევი აღნიშნავდა ამ მიზეზით არის პრობლემატური სექსის საკითხი დასავლეთში, იმიტომ რომ რელიგია და თვით მორალიც კი რარაც პონტში უპირისპირდება სექსს. სატანა, ბოროტი ძალა იყო თავისუფლების სიმბოლო. ის რასაც ადამიანი შინაგანად გრძნობდა ჩაკლული იყო მორალით.)
თუმცა კაცობრიობა განვითარდა, შეიცვალა მოსაზრებები. არ მახოსვს ვისი სიტყვებია მარა მთავრობა არ უძღის წინ პროგრესს, იგი მას მიჰყვება. როგორც წინასაარჩევნო კამპანიისას პრემიერობის კანდიდატი – იხილავს რა გამოკითხვების შედეგებს, მთლიანად შეიცვლის მოსაზრებებს (ზოგი მათგანი ისე გულწრფელად იცვლის რომ ფსიქიკურ პრობლემაში გადადის
) ისე იცვლის სისტემა სკინს და ხდება ბევრად უფრო საშიში როგორც მეგობარში დამალული მტერი.
ერთ-ერთ თემაში შოთასთან ბაზარი მქონდა სექსუალურ მინიმალიზმზე და მინიმალიზმზე ხელოვნებაში. დამიჯერეთ…სისტემას არ აწყობს მებრძოლი ადამიანი. მას სჭირდება ის, რომ ადამიანს არ ჰქონდეს ნების გამოვლენის უნარი.
ნება
ნება ადამიანის დამოუკიდებელი არსებობის უმთავრესი ელემენტია. ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში ექსპერიმენტებიც მაქვს ჩატარებული (ვაღიარებ ბოლო დროს ხშირად ვიყენებდი, უბრალოდ რა ერქვა ა რვიცოდი) და აქიდან გამომდინარე რაც დავასკვენი, იყო ის, რომ ადამიანების უმრავლესობა უაზვიმია ამ საკითხში. თუმცა ადამიანები ინდივიდები არიან და განსხვავდებიან თავიანთი უაზვიმობით, ზოგი მათგანის დაპროგრამირება რთულია, ზოგის ადვილი. როგორც “ფსიქიკურად შეშლილს” ვერ აიძულებ იარაღით ჩაიცვას შენთვის სასურველი ფერის მაიკა, თუმც ატიპური ადამიანი, როგორც კი იარაღს მიადებ, მაშინვე შეასრულებს ბრძანებას.
რაში მდგომარეობს ადამიანების “გამტარობა”.როგორია ადამიანი უაზვიმი, და როგორი არ არის? აქ ყოველთვის კონფორმიზმამდე მივდივართ. ადამიანი რომელიც კანკრეტნა ებრძვის სიტემას, ოღონდ გარეთ კიარა, თავის თავში, ყოველთვის უფრო რთულად დასაპროგრამირებელია, ვიდრე ადამიანი რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ის, რასაც მთელი ცხოვრების განვმალობაში გარემოდან იღებს.
ტოტალიტარულ სიტემებს ახასიათებდათ ადამიანის გარეგნობის კონტროლი. (სექსუალური და ესთეტიკური საკითხებისადმი კონფორმიზმი ამ თემაშია განხილული, გადაიკითხეთ და დაბრუნდით: http://psy.ge/index.php?showtopic=672) (მაგალითად ფაშისტურ გერმანიაში)
1) ეს კლავდა ინდივიდუალიზმს ადამიანში, მის მოთხოვნილებას, იყოს განსხვავებული. თუკი ადამიანს არ აქვს მოთხოვნილება იყოს განსხვავებული სხვისგან, მას არ აქვს მოთხოვნილება იყოს განსხვავებული სისტემისგან!
2) ეს უგდებდა ადამიანს საკუთარი ნების გამოვლენის უნარს. ადამიანი რომელიც ვერ ხვდება როგორ უფრო უხდება თმა, ვერასდროს ვერ მიხვდება რა სჭირდება მსოფლიოს, ადამიანებს, კაცობრიობას. როგორი ხერხებით უნდა დაეხმაროს მათ გათავისუფლდნენ რელიგიური, პოლიტიკური და ფსევდომეცნიერული მარაზმისგან.
3) ეს უქმნიდა ადამიანს ერთიანობის შეგრძნებას სხვა თანამოქალაქეებთან, და მათგან განსხვავებულს ადამიანის სუბიექტურში უქმნიდა მტრის ხატს! (ეს არის ცხოველური ინსტინქტი რომელიც მაიმუნებსაც აქვთ. არ მაქვს აქ ლინკი, დაძებნეთ თუ როგორ ადამიანებთან უფრო ამყარებენ ურთიერთობას მაიმუნები – ისეთებთან რომლებიც მის მიმიკებს იმეორებენ! ანტიინდივიდუალიზმი ნებსიმიერი სახის, მათ შორის პირველ პოსტში ნახსენები, ერთგვარი ცხოველური გადმონაშთია
ფაშისტური გერმანიის პარალელურად ნებისმიერ სისტემას რაღაც დოზით ახასიათებს ზუსტად იგივე რაც მას.
მაგალითად პოსტ-თანამედროვეობა (ახლო მომავალი) (რომელიც თავისი შინაარსით არც თუ ისე ცუდი რამ არის, თუმცა მაინც სისტემაა) ზემოთნახსენები ჰიბრიდის მეშვეობით უსახავს ადამიანს რამდენიმე ძირითად სამოქმედო სთეითმენთს,რომლებიც ახლოსაა ჭეშმარიტებასთან თუ სწორ იტერპრეტაციას გავუკეთბთ, მაგრამ ინტერპრეტაციის ხელოვნებასქვია ფილოსოფია რაც ყოველდღიურობით დაგრუზული ადმაიანისთვის უფორ ნაკკლებად ხელმისაწვდომია.
შენ არ ხარ შენ, შენ არ ხარ ინდივიდი. ყველანი ხართ ერთნი
მართლაც. ეს ცვლილება ზუსტად იმიტომ მოხდა, რატომაც სიკვდილით დასჯა აკკრძალეს თავის დროზე და დაპატიმრება, შტრაფი და ა.შ დატოვეს. უბრალოდ იმიტომ, რომ ეს საზოაგდოებსითვის ძლაიან ვანდალურად ჟღერდა. იგივე ის რომ მსხვერპლეწირვები აღარ იყო რელიგიებში უკვე 1/2 საუკუნიდან, თუმცა ეს არ ნიშნავდა რომ ადამიანის სიცოცხლისმნიშვნელობა გაიზარდა. ეს ცვლილება მოხდა იმისთვის, რომ სისტემას უფრო მეტი ნდობა მოეპოვებინა ადამიანის, თუმცა შინაარსი არ შეცვლილა.
2) ზოგიერთი პოპულარული ეზოთერიკები მოუწოდებენ გარეგნობის შეცვლისკენ (ბტწ ჩვენი კულტურის თავგადაკლული წარმომადგენლებიც რაღაც პონტში ადვილად ცნობადები არიან ქუჩაში
) არ შემიძლია კვლავ არ დავსახელი ოშოს სასტავი და ა.შ.
მსგავსება საჭიროა მხოლოდ ჯარში, სადაც ინტელექტუალური ან ფიზიკური ომი მიმდინარეობს – შენიანებს სხვებისგან რომ არჩევდე
ნება ადამიანის უმთავრესი ძალაუფლებაა, თუმცა ის, რომ იგი დომინანტია, ანუ ის თეორია, რომ პერსეპცია = კონცეპტი ასევე დამახასიათებელია პოსთთანამედროვეობისგან (უნდა აღვნიშნო რომ პოსტმოდერნიზმს არ ვგულისმობ ამ სიტყვაში, იგულისხმება ახლო მომავალი როცა როგორც თქვენ უწოდებთ, ცნობიერება შეიცვლება)
ცნობიერება კიარა სისტემა შეიცვლება, მისი მეთოდები და მიდგომა. ცნობიერებას მხოლოდ ჩვენ თუ შევიცვლით, მხოლოდ ჩვენი ნებით, მხოლოდ ჩვენი თეორიებით და გარესამყაროსგან დამოუკიდებლად.
ბევრი რამე ვერ ვთქვი რაც მინდოდა მარა ალბათ მაინც წერია ტექსტში რაღაც ფორმით
gl 2 all personaly
ბავშვობაში მეგონა

ჩემამდეც მოაღწია ამ თემამ. პერსონალური პოსტების დასაწყისად მივიჩნევ აგერ უკვე რამდნეიმე კვირაა როცა ვინმე გადმომილოცავს რომელიმე მოტრიალე თემას. ნიკას მადლობა თემისთვის
ბავშვობაში არ იყო ბევრი რამ რასაც განსხვავებულად აღვიქვამდი იმიტომ რომ უზომოდ ცნობისმოყვარე ვიყავი და ერთადერთი რასაც ვაკეთებდი – კითხვებს ვსვამდი )))მაგრამ ზოგჯერ სპეციალურად გაცემული არასწორი პასუხების გამო ხშირად კონფლიქტი მქონდა რეალობასთან )) მაგალითად :
1. მეგონა რო შუქს ვინმე კაშჩეი ბეზსმერტნი აქრობდა
2. მოგვიანებით აღმივაჩინე რომ კაშჩეი ბეზსმერტნი გვარად იყო გაბრიჩიძე
3. უფრო გვიან ის, რომ კაშჩეი ბ გაბრიჩიძე – ენერგეტიკის მინისტრი იყო
4. მეგონა, რომ ნატკენი (სადაიანაც სისხლი მოდის) რომ გახმებოდა, პური იყო და იჭმეოდა (ამაზე კომენტარები არ დავინახო ))) )
5. მეგონა, რომ სარკეს ვაჯობებდი როდესმე სიჩქარეში და ვერ შეძლებდა ჩემი მოძრაობების განმეორებას (და ხშირად ვცდილობდი)
6. დარწმუნებული ვიყავი რომ ყველა ვეფხვი ქალი იყო და შესაბამისად ლომების ცოლები იყვნენ
7. მეგონა რომ შავკანიანები ცუდი და საშიში ადამიანები იყვნენ და ერთხელ კალათბურთზე ვიტირე )))
8. საქართველო, ბათუმი და თბილისი სხვადასხვა რაღაცეები მეგონა ))) (ბავშვობიდანვე მქონდა ფედერალიზმისაკენ სწრაფვა )
9. მეგონა რომ მთვარეზე რაღაც ლაქები როა, ადამიანები იყვნენ და ყველას ვუმტკიცებდი ასეა თქო
10. მეგონა რომ ბავშვები ანალური გზით ჩნდებოდნენ )))))) (მორალი, როცა ბავშვი უყურებს ტვს, დაწვრილებით აუხსენით რა ხდება და საიდან ))) )
კიდევ ბევრ რამეს გავიხსენებდი )) მარა მგონი საკმარისია, ისედაც ამხელა რისკზე წავედი კაცი, პერსონალური პოსტი დავწერე, თინის რა გაუძლებს )))
ვტაგავ (მოვუწოდებ იგივე სათაურის და შინაარსის პოსტი დაწერონ) :
sophie – http://norteri.blogspot.com/
Tiny – http://tiny.ge/
-
Archives
- November 2009 (2)
- October 2009 (4)
- September 2009 (6)
- August 2009 (8)
- July 2009 (3)
- June 2009 (4)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS