ომი ფილმებში: ნორმალური ადამიანური საქმიანობა

პოლანსკის პიანისტის დასაწყისში, დაბომბვა მიმდინარეობს შპილმანი კი ახალგაცნობილ გოგონას ეფლირტავება “აქამდე სად მალავდი ამ გოგოს” ეტ.ც. როცა მოსახლეობა გეტოში მიდის იგივე გოგოსთან დრამატული საუბარი იმართება, შპილმანი სიტყვებსაც ვერ არჩევს. იდეაა ისაა, რომ ომი ნორმალურია, მთავარია…(ამ შემთხვევაში) გეტო არ გააკეთო.

კუსტურიცას მიწისქვეშეთშიც არის დაბომბვის სცენა, სახლს ბომბავენ მთავარ გმირს კი სექსი აქვს. იმის გადმოცემის გარდა, რომ მთავარ გმირს არ აინტერესებს, რადიკალურად კიდია ეს სცენა ასევე აღნიშნავს ომის ნატურალურობას.

მეხუთე ელემენტში ლილუს ომი შეყავს საძებნ ტერმად მომავლის სუპერვიკიპედიაში :დ შედეგებით გაოგნებული უარს ამბობს იყოს მეხუთე ელემენტი, თუმცა კორბენი არწმუნებს, რომ არსებობს სხვა კარგი რაღაცეებიც. იკვეთება იგივე იდეა, ომი ნორმალურია, მთავარია სიყვარულიც ნორმალური იყოს.

ბუნების მითის ამ ვარიაციის დასანგრევად ერთადერთ გამოსავლად ჩარლი ჩაპლინი მესახება (ამერიკელების და ევროპელების დაფინანსებით გადაღებულ ბალკანური ან აფრიკული ფილმების რეალიზმს თუ არ ჩავთვლით რა თქმაუნდა :დ), “დიდი დიქტატორი” უკუღმა მფრინავი თვითმრინავი, არტილერიის ტრიალი, ნისლში შემთხვევით მტრის რიგებში გადასვლა, ომის დაცინვა რეალურად.

 

 

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

One Response to ომი ფილმებში: ნორმალური ადამიანური საქმიანობა

  1. ჰაჰა ახლა გადავიკითხე დ აპოსტი კიარა სტატუსია ცოტა რომ მოაკლო დაიპოსტება :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s