მუსიკალური მონობა :დ


თავისი არსებობის პირველეტაპზე მუსიკა ერთგვარი საყოფაცხოვრებო ელემენტი იყო. იგი გამოიყენებოდა მაგალითად შრომის ორგანიზაციისთვის. ეს ფუნქცია დღესაც კი არ დაუკარგავს, მაგალითად კუროსავას შვიდ სამურაიში მოსავალის აღების დროს ფერმერების სიმღერა მოსავლის აღების პროცესის რითმს არეგულირებს. საბჭოური ფილმებშიც თიბვის რითმისა და მუსიკის რითმის დამთხვევა მუსიკის ამ უძველესი ფუნქციის გამომხატველია. სხვა ფუნქციების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა მიგვიყვანს იმ აზრამდე, რომ მუსიკა პირადი ემოციის გამოხატვის გარდა საჯარო კონტროლის საშუალება იყო/არის. ემოციისა და საჯარო კონტროლის დაპირისპირების ყველაზე მაგარი მაგალითიც “შვიდ სამურაიში” გვხდება. სანამ ფერმერები და სამურაები დაკარგულ თანამოაზრეს გლოვობენ კიკუჩიოს ამაღლებულ ადგილას ფერმერების დროშა ააქვს, ამ დროს ხალხი გლოვას წყვეტს დაისმის აბსოლუტურად იგივე მუსიკა ოღონდ უფრო ასე ვთქვათ…ანთემური ვარიანტი. სამგლოვიარო მელოდია უცბად იქცევა შემართების, ომის, სიდიადის მუსიკად, ერთგვარ ინსტიტუციონალურ მუსიკად.

სამყაროში, სადაც სიტყვა “მუსიკალური ინდუსტრია” არსებობს არ შეიძლება მუსიკას ზემოთმოყვანილი ფუნქციები ჰქონდეს დაკარგული. ბევრი ჩვენთაგანი მუსიკალურ ნაწარმოებში საკუთარ ემოციებსა და გრძნობებს ეძებს თუმცა იგივე მიზეზით იყო შეიარაღებული ზემოთმოყვანილი “ფერმერული მუსიკის” მსმენელი/შემსრულებელი/მის რითმზე მომუშავე. მუსიკალურ ნაწარმოებთა დიდი ნაწილი სწორედ ასეთი შინაარსისაა მსმენელი არამარტო ისმენს, არამედ იღებს მას, არამედ მის შესაბამისად იქცევა. კომპოზიტორი/შემსრულებელი კი ერთგვარი მენეჯერია, როგორც “ბენ ჰურში” ტიპი რომელიც ბღავის და ნიჩბების მოძრაობას აკონტროლებს.

კლასიკური ნაწარმოებები კონტრარგუმენტად არ გამოდგება, მოცარტის რექუიემიდან “დიეს ირე” განვიხილოთ. გვაშინებს/შემართებას გვმატებს, გააჩნია რომელ მხარეს დავიჭერთ. რაც არ უნდა მოგვწონდეს ეს ვეში, ის რელიგიური შინაარსისაა და მისი ნებრისმიერი რიმეიქი ასევე გახლავთ. გენიოსის მთავარი მიღწევა სწორედ ისაა, რომ სიტყვებით აბსოლუტურად გამოთქმადი ბევრად უფრო უკეთესად გამოთქვას, პოეზია ან თუნდაც პროზა სწორედ ამას აკეთებს, რაღაცას ამბობს მაგრამ ამავდროულად სპეციფიკურ ემოციას ანიჭებს ამ ნათქვამს, ეს ერთგვარი ემოციური საკურსოა ან დისერტაციაა რომლის უყურადღებო მკითხველიც ისეთივე დასკვნებით შეიარაღდება, როგორც ყურადღებიანი, უემოციო დისერტაციის მკითხველი სადაც ყველაფერი ანალიტიკურადაა განხილული, აბზაც–აბზაც დალაგებული, დაღეჭილი და ახსნილი თავისი ფუტნოუტებით.

გაკნითხვის დღე for lamers:

თანამედროვე მუსიკაზე კლუბური და ელექტრონული მუსიკა გვახსენდება თავისი “ნარკოტიკულობით” უკვე იასნი ხდება რომ კლუბი დასტრესილი ხალხის სეკრების ადგილია. ვა პარასკევია, მთელი კვირა კრედიტის გადახდას შევალიე (რა ფრანგული სიტყვა დაიდო) ახლა დროა გავჭედო, ამისთვის კი ყველაზე მინიმუმ – მინიმალ ტექნო მაქსიმუმ პროდიჯი მჭირდება, ბევრი არაყი, ექსტაზი, პლანი და ლსდ. თუმცა არსებობსმუსიკა, რომელიც ამ ფუნქციონალურწრეში ვერ ჩაჯდება, იმიტომ რომ თავისი შინაარსით უპირისპირდება მას. სფეის როკი ან ემბიენთი, დარკემბიენთი, ბევრი ექსპერიმენტალი, დაბსთეფი, ჰაიტეკ ფსიქოდელია ა.შ ეს ყველაფერი ინდივიდის ტოტალურობაა. თანამედროვე იდეოლოგია – შენ ქმნი შენსავე სამყაროს სხვა არაფერია, თუ არა ის ფაქტი, რომ ჩვენ ჩვენივე თავის დიქტატორები ვართ.
მოცარტისგან განსხვავებით ასეთი მუსიკა არ აშინებს, ალბათ ასეთი მუსიკის შექმნა მაშინ დაიწყო, როცა ადამიანებმა გადაწყვიტეს სხვები არ შეეშინებინათ:

ბონუსად, ნახატისა და მუსიკის შეუსაბამობა – გამარჯვებულ მხარედ ყოფნის იძულება:

ბონუსი ორი: Ai-ai-ai, taas sattuu, aa-aa-aa
ehkä siihenkin tottuu, uu-uu-uu
Kohtalon piston sieluuni sain
en siitä koskaan toipune kai

Herätessäin ol’ aamun koi
Huomasin sunnuntaikellot jo soi

Ai-ai-ai, taas sattuu
ehkä siihenkin tottuu

ლოიტუმას მხიარული სიმღერა: “ოხ, ოხ, ისევ მტკივა”

 

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

6 Responses to მუსიკალური მონობა :დ

  1. ‘მოცარტისგან განსხვავებით ასეთი მუსიკა არ აშინებს, ალბათ ასეთი მუსიკის შექმნა მაშინ დაიწყო, როცა ადამიანებმა გადაწყვიტეს სხვები არ შეეშინებინათ’

    საინტერესო შენიშვნაა ელექტრონულ მუსიკაზე :) )))

    უცნაურია, მაგრამ ჩემთვის ელექტრონული მუსიკა არაა ტექნოკრატული, ისეთივე ემოციურია, როგორც, რა ვიცი, მოცარტი არა, ბეთჰოვენი, სტრავინსკი და ა.შ

  2. ჩემთვისაც. შეშინებით არა, მაგრამ ზოგჯერ ბედნიერებისგან მეშინია ხოლმე ევროტრანსის ზოგ ტრეკზე, განსაკუთრებით კლუბში.

  3. ევროტრანსის სათავეები ანთემურია, ანუ რეალურად არ სედის “საუნდის” მუსიკაში და მელოდიის მუსიკაა. ოლდ გუდ ტაიმს ))

  4. What are you talkin’ about? :P

    ჟიჟეკი დააბრუნეთ ბლოგზე!!!

  5. ავტორიტეტი დაიდოს :დ

  6. აბსოლუტურად მართალი ხარ, ხოოდა, მე ხშირად ვფიქრობ, რომ საქართველოში დღეს მგზავრები რომაა პოპულარული, იმის ბრალია, რომ ვიღაცას უნდა ყველანი დორბლიანი დებილები გავხდეთ და შავ ღვინოში ალუბლები ვაბანაოთ :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s