რა არ ვაკეთოთ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

საბჭოთა სიმბოლიკის გარშემო ატეხილი ამბების შემხედვარე პატიოსან დამკვირვებელს უჩნდება კითხვა: არსებობს თუ არა წარსულის გამოვლინებათა უმტკივნეულო ჩანაცვლება? სტალინის ძეგლის მუზეუმში წაღების მოწინააღმდეგებსაც და მომხრეებსაც სინამდვილეში ერთი პოზიცია ეკავათ – “ეს საკითხი მნიშვნელოვანია”. რა არის ის შუალედური პოზიცია რომელიც ამ პროტესტის ელჭექიდან გამოგვიყვანს ჩვენც და სხვა ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებს მაგალითად პოლონეთს, პრიბალტიკას? დაცინვა. დაცინვა თანამედროვე სამყაროში ბრძოლის თითქმის ერთადერთი ფორმაა. მაგალითად წარმოიდგინეთ: სტალინის ძეგლის ადგილას ერთ–დღეს შიშველი სტალინი რომ გაჩენილიყო. ეს არამარტო საბჭოთა სიმბოლიკას ეხება, არამედ მთლიანად წარსულს, იმას რაც ჩვენს გენიალურ ეპოქას არ მიეკუთვნება:

ერთ–ერთ ფართიზე ჩემმა მეგობრებმა სახეზე სვასტიკები დაიხატეს. მოდერნისტული ფორუმ.ჯი–ს აჩემებულ “ლატენტურობას” თუ არ მივაქცევთ ყურადღებას მაშინვე მივხვდებით თუ რამდენად უძლურს ხდიდა ეს აქტი არამარტო სიმბოლიკას არამედ თვითონ იდეოლოგიასაც. მაიკა წარწერით СССР იგივე მიზანს ემსახურება – იყოს ერთ–ერთი მაისური იმათ შორიც რომლებიც რაღაც სასაცილოს ან აბსურდულს გვეუბნებიან. მოკლედ რადიკალიზმი არ უნდა დავუშვათ ამისთვის ყველანარი რადიკალიზმი სასაცილო უნდა იყოს თუნდაც “ავტორი” სერიოზული პრეტენზიებით გამოდიოდეს:  მაგალითად სტალინის ძეგლზე რომელიმე ქართულ სოფლეში რეპორტაჟი რომ გაკეთთდეს იუმორისტული ტონით და საინფორმაციო გამოშვების ბოლოს, იმ დროს როცა აბსურდულ მსოფლიო რეკორდებზე ან ფესტივალებზე გვამცნობენ ხოლმე.

“სხვა” აუცილებლად ისაა რასაც შენ მასში ეწინააღმდეგები. ჩვენ გვაქვს ორი გამოსავალი ვიყოთ მოპასუხე მხარე, ანუ მოვახდინოთ მკაცრი რეაგირება რაღაც მოვლენებზე ან უბრალოდ დავაიგნოროთ – იგნორის უკიდურესი ფორმით დაცინვით. მაგალითად ჰელოუინზე სკოლის მოსწავლე რომ პიონერის ტანსაცმელით მივა ამაზე კარგი რა უნდა იყოს )) თანაც ერის გამორჩეული გენიოსის სიტყვების თანამედროვე ინტერპრეტაცია – “შიში შეიქმს სიყვარულსაო” კაკრაზ ასეთი უნდა იყოს: როცა ებრძვი აძლიერებ.

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

3 Responses to რა არ ვაკეთოთ

  1. გეთანხმები, თუმცა დღევანდელი ქართველების (განსაკუთრებით თბილისელების) უდიდესი ნაწილი იმდენად დაძაბული და დანერვოზებულია ყველაფერთან მიმართებაში, რაც პოლიტიკას ეხება, რომ იუმორისტულად რამის წარმოჩენამაც კი შეიძლება აგრესია გამოიწვიოს.

  2. vagiarebt tu ar vagiarebt , qartvelebma sabchota casruli stereotipebis da ugulveyofis doneze ician…. dzalian saintersoa cashla ver cashlis mcdelobebi .. ara ufro sasaciloa.. tu istoriis am monakvetis cashla ginda modi mashin tavic “gadaishale“ gamova???

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s