2kija's Psychedelic Blog

The Psychedelic Trance Blog

Sharing is Caring

გუშინ მოხდა ასეთი რაღაც. ჩვენი ფორუმის ერთ–ერთ მომხარებელს მაიდგა მაისფეისზე ერთ–ერთი არტისტი რომლის ალბუმი იმავე მომხმარებლის მიერ იყო დადებული psy.ge ზე და დაუსვა კითხვა, ვინ ხარ? პრომოუტერი? ლეიბლი? რატომ დებ ჩემს პროდუქციას? ძალიან მარტივია ამ ადამიანის პროტესტის გამართლება სამოქალაქო კოდექსით, დაჟე ზოგადი ეთიკით, მაგრამ რა მოხდებოდა საერთოდ რო არ გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის ასეთი პროდუქცია? რა დონეზე იქნებოდა ჩვენი გემოვნება, რომ არა გადმოსაწერი საიტები საიდანაც ფასიანი პროდუქციის დათრევა შეიძლება – უფასოდ? ის ალბუმები რომლებიც კომპში მაქვს მათი რაოდენობის მიხედვით რომ გამოვითვალო დაახლოებით 10 000 $ დამიჯდებოდა.

განვითარებადი ქვეყნები აუცილებლად დაიჩაგრებიან მუსიკალური ან სხვა სახის გემოვნების მხრივ, თუ პირატობის წინაარმდეგ ბრძოლა ისე გააქტიურდება, როგორც მაგალითად ბოლო დროს სკანდნავიაში. მინდა გავიხსენო შემთხვევები როცა ჩემს მეგობრებს ან მე შეგვიკვეთია ან უცხოეთში ვიზიტისას გვიყიდია CD დაქაჩული ალბუმის მოსმენის შემდეგ. თუკი მუსიკალური პროდიუსერები ვერ მივლენ იმ აზრამდე რომ ჩვენნაირი ქვეყნის მოქალაქისთვის თითქმის შეუძლებელია მათი მუსიკის ყიდვა მისი წინასწარ მოსმენის გარეშე, ეს ძალიან სამწუხარო იქნება. მეორეს მხრივ იმისთვის რომ არც თუ ისე ცნობილი არტისტის შესახებ ადამიანს მიუვიდეს ინფორმაცია, მოეწონოს, დააფასოს მისი შემოქმედება – საჭიროა იცნობდეს მას, ჰქონდეს ზოგადი ინფორმაცია და რაც მთავარია, ჰქონდეს მოსმენილი.

თუკი დასავლურ ქვეყნებში საკუთარი ქოფირაითის დარღვევის წინააღდეგ არ წასვლა ფინანსური თვალსაზრისით თვითმკვლელობაა, ჩვენნაირ ქვეყნებში ეს საკუთარი მუსიკის არ მოსმენის მოთხოვნაა, იმიტომ რომ მუსიკის მოსმენისა და გავრცელების სხვა გზები არ არსებობს (იმიტომ რომ არ არსებობს მოთხოვნილება)  ჩემი აზრით ცოტა ხანში მუსიკალური პროდიუსერების ერთადერთი შემოსავალი ლაივები, კოცერტები, პაწიკები იქნება. ლოგიკით – რაც უფრო მეტმა იცის შენს შესახებ, მით უფრო მეტი მოდის შენს ლაივზე – ყველა ახალგამოსული ალბუმი და ეპ იქნება პრომო, ეს მისცემს ადამიანებს უფლებას მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა და სოციალური მდგომარეობისა მოუსმინოს იმას რაც მოსწონს და ამაშია რაფერი არ იყოს არალეგალური, ხელოვნება ხომ ყველას ეკუთვნის :punk:

June 19, 2009 - Posted by 2kija | psychedelic | | 3 Comments

3 Comments »

  1. Gamarjoba Toka.

    Saintereso mosazrebaa ,mara chemtvis dzalzed arakorektuli jer es erti qveyanas ase tu ise didi mnishvneloba ar aqvs , Artistis Reklamireba dziritadad xdeba Radioshow-bit romlebic miyavs cnobil DJ-bs da uceven reklamas tavianti labelis produqcias, (am shemtxvevashi Electronul musikaze gvaq laparaki) aseve yvelafers tavi ro davanebot uamravi Charti arsebobs Online Magaziebshi risi tvalis gadavlebis shemdega dzalian advilad shegidzlia aarchio sheni gemovnebistvis sasurveli artisti.

    Copyright arasdros ar gauqmdeba imitom rom dzalian didi sheuracyofa iqneba artistebistvis es nabiji . Yvelaze metad im artististvis romelic Mxolod Kompozitoria da produceri, ar aqvs arc koncertebi arc Live-bi da ase shemdeg. da egeti kategoria tundac trance-shi sakmaod bevria dges. “Cnobili rogorc Produceri da ara rogorc DJ.Da dgevandeli mdgomareobisda miuxedavad rodesac isedac minimaluria shemosavali artistvistvis mag mxriv, gauqmeba faqtiurad gaxdis Producings ubralo Hobbys da ara samushaos ris shedegadac shesadzlebeli iqneba fulis shovna.”

    Psy-shi sxva situaciaa Euros-tan shedarebit.Me Euros magaliti moviyvane am shemtxvevashi magram mtlianad yvela janris produqcias exeba.

    Comment by Nuera | June 30, 2009 | Reply

  2. საინტერესოა. თავისთავად მოარალურად დღესდღეობიტ თუ რარაცეებისგან არ გავთავისუფლდებით ქოფირაითის გაუქმება მაგრად ტეხავს. მაგრამ! თული ის რადიოშოუ ან რამე მისი მსგავსი (თუნდაც კლუბში დაკრული სეტი) გახდება შემოსავლის სერიოზული წყარო არტისტისთვის (იქნებიან ცუდი და კაგრი არტისტები, შეძლებული და ნაკლებად დჯ ები და ა.შ) ეს სისტემა რაც შენ დაახასიათე იმიტომაა აწყობილი ასე – რომ (ბოლდ) გარემოებებიდან გამომდინარე ასე იქნებოდა რაციონალური (/ბოლდ) თუმცა მეორეს მხრივ ნებისმიერ შენს გაკეთებულ თრექს (რომელცი გასულია აბზარზე) უფასოდ დავითრევ, იმიტომ რომ დღესდღეობით აქამდე მივიდა წარეზი და ზოგადად თუნდაც ძებნის ტექნოლოგიები და ა.შ. ანუ საწიროა სრულიად ახლაი სისტემა და კონცეფცია, მთლაინი გადაწყობა. თავისთავად ეს ნელნელა უნდა მოხდეს (და ხდება კიდეც)

    Comment by 2kija | July 1, 2009 | Reply

  3. eg ukve sxva sakitxia axali sistema ar nishnavs am yvelafris gauqmebas. magram faqtiurad sheudzlebelia axali sistemis sheqmna ris shemdgom ar iarsebsbs piratuli bazari. aq ar gvaq laparaki imaze ro shen shegidzlia shexvide da ufasod gadmocero chemi namushevari.arsebobs kategoria da sakmaod didi romelic yidulobs am yvelafers miuxedavad imisa ro piratuli saitebidanac sheudzlia gadmoceros da icers kidevac. formalobis ambavia (C) mokled rom vtqvat. Gasagebia ro yvelas ar gvaq imdeni shemosavali ro yoveli relizi shevidzinot online shop-shi. magram mxardachera mainc gamouxate artists tundac imitom rom is mushaobs cvalobs isev da isev shentvis ro siamovneba miigo misi namushevarit tanac ufasod.

    Mokled Support The Artists!!!

    Comment by Nuera | July 1, 2009 | Reply


Leave a comment