Sharing is Caring

გუშინ მოხდა ასეთი რაღაც. ჩვენი ფორუმის ერთ–ერთ მომხარებელს მაიდგა მაისფეისზე ერთ–ერთი არტისტი რომლის ალბუმი იმავე მომხმარებლის მიერ იყო დადებული psy.ge ზე და დაუსვა კითხვა, ვინ ხარ? პრომოუტერი? ლეიბლი? რატომ დებ ჩემს პროდუქციას? ძალიან მარტივია ამ ადამიანის პროტესტის გამართლება სამოქალაქო კოდექსით, დაჟე ზოგადი ეთიკით, მაგრამ რა მოხდებოდა საერთოდ რო არ გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის ასეთი პროდუქცია? რა დონეზე იქნებოდა ჩვენი გემოვნება, რომ არა გადმოსაწერი საიტები საიდანაც ფასიანი პროდუქციის დათრევა შეიძლება – უფასოდ? ის ალბუმები რომლებიც კომპში მაქვს მათი რაოდენობის მიხედვით რომ გამოვითვალო დაახლოებით 10 000 $ დამიჯდებოდა.
განვითარებადი ქვეყნები აუცილებლად დაიჩაგრებიან მუსიკალური ან სხვა სახის გემოვნების მხრივ, თუ პირატობის წინაარმდეგ ბრძოლა ისე გააქტიურდება, როგორც მაგალითად ბოლო დროს სკანდნავიაში. მინდა გავიხსენო შემთხვევები როცა ჩემს მეგობრებს ან მე შეგვიკვეთია ან უცხოეთში ვიზიტისას გვიყიდია CD დაქაჩული ალბუმის მოსმენის შემდეგ. თუკი მუსიკალური პროდიუსერები ვერ მივლენ იმ აზრამდე რომ ჩვენნაირი ქვეყნის მოქალაქისთვის თითქმის შეუძლებელია მათი მუსიკის ყიდვა მისი წინასწარ მოსმენის გარეშე, ეს ძალიან სამწუხარო იქნება. მეორეს მხრივ იმისთვის რომ არც თუ ისე ცნობილი არტისტის შესახებ ადამიანს მიუვიდეს ინფორმაცია, მოეწონოს, დააფასოს მისი შემოქმედება – საჭიროა იცნობდეს მას, ჰქონდეს ზოგადი ინფორმაცია და რაც მთავარია, ჰქონდეს მოსმენილი.
თუკი დასავლურ ქვეყნებში საკუთარი ქოფირაითის დარღვევის წინააღდეგ არ წასვლა ფინანსური თვალსაზრისით თვითმკვლელობაა, ჩვენნაირ ქვეყნებში ეს საკუთარი მუსიკის არ მოსმენის მოთხოვნაა, იმიტომ რომ მუსიკის მოსმენისა და გავრცელების სხვა გზები არ არსებობს (იმიტომ რომ არ არსებობს მოთხოვნილება) ჩემი აზრით ცოტა ხანში მუსიკალური პროდიუსერების ერთადერთი შემოსავალი ლაივები, კოცერტები, პაწიკები იქნება. ლოგიკით – რაც უფრო მეტმა იცის შენს შესახებ, მით უფრო მეტი მოდის შენს ლაივზე – ყველა ახალგამოსული ალბუმი და ეპ იქნება პრომო, ეს მისცემს ადამიანებს უფლებას მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა და სოციალური მდგომარეობისა მოუსმინოს იმას რაც მოსწონს და ამაშია რაფერი არ იყოს არალეგალური, ხელოვნება ხომ ყველას ეკუთვნის :punk:
-
Archives
- October 2009 (4)
- September 2009 (6)
- August 2009 (8)
- July 2009 (3)
- June 2009 (4)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS