ფსიქოდელიური/გოა ტრანსი

პირველ რიგში გაცნობებთ რომ ბლოგზე ყველა პოსტი წავშალე, ამიერიდან დავწერ მარტო ფსიქოდელიურ ტრანსზე. შევეცდები უახლოეს მომავალში გადავიყვანო დომენზე.
განახლებული ბლოგის პირველი სტატია ეძღვნება იმათ ვისაც მოსწონს ფსიქოდელიური ტრანსი მაგრამ რეალურად წამროდგენა არ აქვს მის ისტორიაზე, განვთარების ეტაპებზე, ქვესტილებზე და იდელოგიაზე. სტატიას ასევე მოყვება მცირე გზამკვლელვი.
ისტორია
ფსიქოდელიური ტრანსის ჩამოყალიბება უკავშირდება 60–იანებში დაწყებულ ჰიპურ მოძრაობას. როგორც მოგეხსენებათ ჰიპების ერთი ნაწილი ჩავიდა ინდოეთის პროვინცია გოაში სადაც ანჯუნასა და ვაგატორის პლიაჟებზე იმართებოდა ჰიპების შეკრებები. 80–იანების დასაწყისიდან გოაში შეაღწია ელექტრონულმა მუსიკამ. იმ დროისათვის შექმნილი კომპოზიციები არასკამარისად ფსიქოდელიურად მიიჩნეოდა ჰიპების მიერ, თუმცა დროთა განვმალობაში მათ იპოვეს ისეთი მუსიკა, რომელიც მათ ყოფასთან და აზროვნებასთან შესაბამისი იყო.თავის ინტერვიუში ფსაიტრანსის ცნობილი დიჯეი გოა გილი ამბობს, რომ მიქსტეიფებისა და იმდროინდელი მუსიკის პირობებშ დიჯეი უფრო მეტს წარმოადგენდა ვიდრე უბრალოდ ტიპი რომელიც თუნდაც ფართის აურას უზრუნველყოფს ან “შამანის” როლს ასრულებს. ფსიქოდელიური მუსიკის არარსებობის გამო დიჯეებს უწევდათ მხოლოდ იმ ნაწილების ამოჭრა რაც შეიძლებოდა უფრო შესაბამისი ყოფილიყო ჰიპურ იდეოლოგიასთან. ტექნო გოაში ვერ დამკვიდრდა, დასავლეთიდან ჩასული პროექტები იქ მყოფებს ექსპერიმენტალურ მუსიკას სთავაზობდნენ. 90–იანების დასაწყისში გოამ მიიღო ევროპული ტრანსის სტრუქტურა, დექნიკა და საუნდი და მოახდინა მისი ფსიქოდელიზირება, თუმცა შეიძლება ითქვას, ამ დროისთვის იქ უკვე არსბეობდა ტექნოს და ინდური რელიგიური და კულტურული მუსიკის სინთეზი ფსიქოდელიური ელემენტებით (პროექტები: “შრი–ჰარი” (რომელიც ძირითადად მანტრების ელექტრონიზირებით იყო დაკავებული), “ასტრალაზია” და ა.შ
90 იანების შუაში უკვე გოა ტრანსის კულტურამ თავის პიკს მიაღწია. გოა ტრანს ფართი ჰიპური კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. 95 წლიდან უკვე იწყება დასავლეთის ზეგავლენა (უფროსწორად იზრდება დასავლეთის ზეგავლენა, ასევე გაოტრანსი როგორც მუსიკა, იკვრება დასავლეთის ქვეყნებში, გოაში მყოფი პროდიუსერები გასვლით ტურებს იწყებენ და ა.შ)

ფსიქოდელიური ტრანსის წარმოქმნა გამოიწვია გოას საუნდის უფრო ელექტრონიზაციამ. საქმე იმაშია რომ გოატრანსის საუნდი უფრო ორგანული იყო ხოლო ფსაი დასავლურმა ჩარევამ ასევე ახალმა ინსტრუმენტებმა (ან ფსიქოდელიური მუსიკისთვის ახალმა) გამოიწვია საუნდის ტოტალური შეცვლა, იმდენად, რომ შეიქმნა ახალი სტილი – ფსიქოდელიური ტრანსი.
აუცილებელია აღინიშნოს ისრაელის ფაქტორი დასავლური ტრანსის განვითარებაში (თავისთავად უდავოა დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნის მიერ შეტანილ პროდიუსერთა წვლილი თუმცა ისრაელის ფსიქოდელიური ტრანს სცენის განვითარებამ გამოიწვია ახალი ქვესტილის fullon ის შექმნა (ეს სადავო საითხია და ამ თემაზე ჩემს არგუმენტებს მოგვიანებით მოვიყვან ცალკე სტატიაში) )
ტრანს ფართიები ისრაელის კლუბებში 92 წლიდან დაიწყო. ფსაიტრანსი ისრაელში ამ დროისთვის ანდერგრაუნდი იყო (ისრაელში ფსაიტრანსის შესვლა გამოიწვია 88 წელს ინდოეთის მეირ ისრაელისადმი საზღვრების გახსნამ, ვისაც არმიაში წასვლა არ უნდოდა ხშირ შემთხვევაში მიდიოდა გოაში)
აი ისრაელში ჩატარებული ერთ–ერთი ფართი (1992) :

92 წელს კლუბ “იმპულსში” შევიდა ისრაელის პოლიცია, დაარბია ფართი და ხალხი გაჩხრიკეს. ტრანსი გამოცხადდა აკრძალულ მუსიკად და ნარკოტიკების “მარეკლამირებელ” ხელოვნების ნაწილად. ამას მოჰყვა ტრანსის გაზლიერება, ამ წლებში იქმნება პროექტი Astral Projection. დარბევის ფაქტებს ეძღვნებოდა მატი ერთ–ერთი პირველი თრექი: “give trance a chance”
ისრატრანსმა შეიძინა საკუთარი სპეციფიკური საუნდი რაც შეიძლება აიხსნას ისრალეის ტრანს პროდიუსერების შემოქმედებითი სიალხოვის და მცირერიცხვოვანი (პირველ ეტაპზე) ტრანს საზოგაოდების ფაქტორით. პირველი პროექტები რომლებმაც შექმნეს გოა საუნდის ისრაელისეული ინტერპრეტაცია იყო Chakra, Edi mis, Astral Projection et.c. ისრა სუანდის დახასიათება შეიძლება როგორც უფრო თბილი და მეტად დისტორცირებული, ხშირად გამოიყენებოდა გიტარა. მოკლედ ეს იყო პირველი წარმატებული მცდელობა დასავლური ტრანსისა და ფსიქოდელიური გოატრანსის ჰიბრიდის შექმნისა.
ისრაელში ფსიქოდელიური ტრანსი დღეს ერთ–ერთი წამყვანი ელექტრონული მუსიკის სტილია, ისრაელს გააცნია ყველაზე განვითარებული და მრავალრიცხვოვანი ფსიქოდელირუი ტრანსის სცენა.
იდეოლოგია

მაიკლ მაკეიტირი ერთ–ერთი პირველი იყო ვინც მეცნიერული თვალსაზრისით მოახდინა ფსიქოდელიური ტრანსის იდელოგიის, ფსაი ფართის დეფინიციის და ა.შ სისტემიზირება. თავის პუბლიკაციაში: “უძველესი თემური რიტუალის ხელახალი განსაზღვრება” იგი ფსიქოდელიურ ტრანს ფართის ახასიათებს როგორც თანამედროვე კომუნის სეკულარულ რიტუალს. ის მიიჩნევს რომ ფსიქოდელიური ტრანსი სხვა არაფერია თუ არა უძველესი შამანური რიტუალების ხელახალი ინტერპრეტაცია ახალი ტექნოლოგიიებითა და ახალი საშუალებებით. იმავე პუბლიკაციაში გოა გილი (დიჯეი რომელიც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ) აღწერს ტრანს მუსიკის როლს ფსაი ფართის კონსეპტში და ახდენს მისი იდეოლოგიის დეფინიციას: “ტომური დასარტყამი ინსტრუმენტების რითმებისა და “უცხოპლანეტური წარმოშობის სინთეზატორების საუნდი” – უძველესს + მომავალი = დღევანდელობა”
ფსიქოდლეიური ტრანსი ძველის და ახალის სინთეზის, ‘უამნკოებასთან” დაბრუნების და სხვათა პარალელურად იყო ინდუისტური და ბუდისტური (ზოგჯერ ქრისტიანული/იუდაისტური (astral projection – let there be light) სემპლების შემცველი. ეს არცაა გასაკვირი, როგორც უკვე აღვნიშნეთ “ხელახალი განსაზღვრა” სწორედ მანტრების ელექტრონიზაციით დაიწყო.
ფსიქოდელიური ტრანსის მსმენელები ფართიზე მისვლისას განიცდიან სამყაროსთან ერთიანობის შეგრძნებას, გაუჩერებელ ბიტზე ტრანს ცეკვის (trancedance როგორ მეთარგმნა არ ვიცოდი :დ ) მეთოდით გარკვეულწილად თიშავენ პიროვნებას, რადგან ფსაიფართიზე ყველა თანასწორია ერთიდაიგივე მიზნით და ერთიდაიგივე მიზეზით მისული. მე ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას რომ ფსიქოდელიური ფართი სეკულარული რიტუალია. ფსაი ფართი სუფთა რელიგიური რიტუალია უბრალოდ მოიცავს უზომო თავსიუფლებას საკუთარი თავის გამოხატვაში. ფსიქოდელიური კომუნა კი ყველაზე ერთიანია იმგვარად, რომ მის წევრთა ინდივიდუალიზმი პროტესტს არ იწვევს…პირიქით
დროთა განვმალობაში ფსიქოდელიურმა ტრანსმა განიცადა ევროპული “პროგრესივიზაცია” როგორც საუნდით ისე კონცეფციით (90 იანების ბოლოში სკანდინავიის ქვეყნებში შეიქმნა პროგრესული ფსაიტრანსი). სემპლებში შეიმჩნევა რელიგიური ტექსტების ნაკლებობა და სამეცნიერო ფანტასტიკის გააქტიურება.
ფსაიტრანსი საქართველოში
ტრანსის განვითარება დაიწყო ქართული ფორუმით trance.ge, ამ ფორუმისა და პრომო ჯგუფის მფლობელებმა მოაწყვეს პირველი ტრანს ფარტიები საქართველოში და ახლაც განაგრძობენ პაწიკების კეთებას. ფსაიტრანსის კონცეფციის სრული განხორციელება მისი ნაკლებად პოპულარულობისა და თანხების ნაკლებობის გამო ვერ ხდებოდა. Trance.Ge (otory, opiumdream, guro et.c) აკეთებდა ფართიებს კლუბებსი. ამავდროულად ერთადერთი მთლიანად ფსქოდელიური ფართი (ევროპული ტრანსის გარეშე) ჩატარდა მხოლოდ ერთხელ.
წინა წლის სექტემბერში Trance.Ge ზე შეკრებილმა მეორე ჯგუფმა AlienZflight–მ გააკეთა პირველი ნამდვილი ფსიქოდელიური ტრანს ფართი (ფართი იმ კონცეფციით რომელიც იდეოლოგიის თავში აღვწერე). მეორე ღია ცის ქვეშ ჩატარებული ფართი იყო Lost city Open Air, რომეიც ჩაატარა AlienZflight–ს საიდ ჯგუფმა: Sunshine Group. ამ ფართიზე დაწერასაც არ ვაპირებ უბრალოდ მინდა რამდენიმე სტატია შემოგთავაზოთ მეზობელი ბლოგებიდან რომელიც აკრგად აღწერს ფართის:
ასევე, 13 ივნისს ჩატარდება Trance.Ge-ს მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი ფართი ღია ცის ქვეშ, დაიკვრება ევროპული ტრანსი და Fullon. ასევე Sunshine Group ივლისის შუაში მოაწყობს კიდევ ერთ, უფრო დიდ და უფრო ლამაზ ივენთს.
გზამკვლევი

საიდან დავქაცოთ ფსიქოდელიური ტრანსი:
ფორუმები:
psy.ge -ქართული ფსიქოდელიური ფორუმი
Psynews.org – ინტერნაციონალური
Psytrance.ru -რუსული ფსიქოდელიური ფორუმი
Psyshine.org.ua – უკრაინული ფსიქოდლეიური ფორუმი
ივენთები:
Goatance.de – ამ საიტზე შეძლებთ ყველა ფსიქოდელიურ ტრანს ივენთის ნახვას რაც არ უნდა ანდერგრაუნდი იყოს და სადაც არ უნდა იყოთ…
6 Comments »
Leave a comment
| Next »
-
Archives
- December 2009 (2)
- November 2009 (2)
- October 2009 (4)
- September 2009 (6)
- August 2009 (8)
- July 2009 (3)
- June 2009 (4)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS
ეს ყველაფერი კარგი, მარა მუქ ფონზე ღია ფერით წერა არ ვარგა :/
ისე, კაი პოსტია
“სეკულარული რიტუალი” რას ნიშნავს?
რიტუალი რომელიც არ არის რელიგიური (მაგალითად საფეხბურთო მატჩი შეიძლება ჩაითვალოს სეკულარულ რიტუალად)
Sakaifo statiaa tukers
Resp
კარგია, ბევრი რამ არ ვიცოდი
uukvwucskpno