Dark Psytrance – ჩემი თეორია

ბნელი ფსიქოდელიური ტრანსის შესახებ არასაანადოდ ინფორმირებულ ხალხს (nothing personal) ამ მუსიკის ვიზუალურ მხარედ წარმოუდგენია ზემოთმოყვანილი სურათი. მათთვის (ვგულსხმობბ არამარტო მსმენელს არამედ არტისტების დიდ ნაწილას (მაგალითად მექსიკელი არტისტების დიდი ნაწილი დარკფსაის აიგვებს ბედ თრიფთან რაც უკვე მარაზმია)) დარკფსაი არის უარყოფითი ენერგიისგან დაცლის საუალება, ან მათი ბნელი მხარე და ა.შ. პრობლემა ამ სტილის არაშესაბამისი საზოგადოდ გავრცელებული სახელია რომელიც ადამიანს აიძულებს უარყოფითად შეიგრზნოს ის “ემოცია”, ფერი, გემო რასაც ეს სტილი მოიცავს. სინამდვილესი დარკ ფსაი ყევლაზე ფსიქოდელიური სტილია და ყველაზე მეტად გავს უძველეს შამანურ რიტუალებს. დარკ ფსაი უფრო მეტად ნეოშამანური სტილია, ვიდრე ვიღაც აგრესიული ტიპების მუსიკა.
საქმე იმაშია, რომ არსებობს მუსიკის ფსიქოდელიურობის სხვადასხვა “დოზა”. მაგალითად Fullon Psytrance ყველაზე ნაკლებად ფსიქოდელიურია, მოიცავს ემოციურ მელოდიებს ან უბრალოდ ევროპული ტრანისდან გენერირებულ ფსევდოფსიქოდელიურ საუნდს. გოა ტრანსის დიდი ნაწილიც საერტო კულტურასთან უფრო ახლოსაა, უფრო მეტად მელოდიურია, უფრო მეტად მოციავს ემოციებს ვიდრე “ემოციებს” (ან პირიქით იქნებ პირველი [ემოციები] უფრო აბრჭყალებში ჩასასმელი
)
ასევე არსებობს მუსიკის სტილებად დაყოფის სხვადასხვა კრიტერიუმები, მათ შორის ერთ–ერთია საუნდი. დარკ საუნდი შეიძლება fullon–ს ან რეგულარულ ფსაისაც ჰქონდეს (მაგალითად დარკ სოჰო რომელსაც გოთიკურ ფსაის ვუწოდებ მისი ბექგრაუნდ ლიდების გოთიკურობის გამო) ასევე დარკ საუნდი აქვს დარკ ემბიენთს, მაგრამ არსებობს ბნელი ფსიქოდელიური ტრანსი რომელსაც არ აქვს ბნელი საუნდი. ამიტომ დავიწყე საერთოდ ამ პოსტის წერა და ამაზე უნდა გავამახვილო ყურადღება.
ზოგ ტრეკს დიდი დოზით აქვს ფსიქოდელიურობა, ასეთია მაგალითად :
Paranoize – From Cradle to Enslave
ამ ტრეკში (განსაკუთრებით დასაწყისში შეიმჩნევა მცირე დოზა ნეგატივიზმისა და ზოგადად ჩამოყალიბებული შეხედულებების dark side. თუმცა დანარჩენი ნაწილი ფსიქოდელიური საუნდითაა მოცული. ესაა ბიტიტ და ბასით შედგენილი ემოციები, თუმცა დისთორშნ და ნამდვილი ფსიქოდლეიური საუნდი, რომელიც რეალურად ისმის ) აქ გამოყენებული არაა.
ეხლა მოისმენთ ტრეკს რომელიც პირიქით, იდეით, შინაარსით, სახელით სემპლებითაც კი აგრესიული, ბნელი, პესიმისტური და ა.შ–ია ))
ჩემი აზრით, დაყოფა უნდა მიმდინარეობდეს კაკრაზ საუნდით, ბოლო ტრეკში აშკარაა ჰორორ საუნდები, მელოდიებიც კი, ისეთი რომელიც გაგვიგია სასინელებათა ფილმში და ჩვენში ასკარა confusing–ს იწვევენ. როცა მის ზემოთ მოყვანილი ტრეკი აშკარად სხვა ზოგადი შინაარსის მქონეა, სხვაგან მიდის, სხვა სურვილებ და ფანტაზიები აქვს რომელიც საერთოდ არაა ნეგატიური, უბრალოდ ფსიქოდელიის მაღალი დოზაა.
ზოგი ვინც ნაკლებადაა ჩახედული დარკში მიაკუთვნებს ისეთ პროექტებს როგორიცაა ტროლდი, დარკ ნებულა, დარკ სოჰო, გუინეა პიგზ და ა.შ ბნელ ფსაიტრანსს, როცა ისინი ფსაიტრანსისთვის დამახასიათებელი დოზებით, ევბროპული ან გოთიკური საუნდით და მხიარული ლიდებითაა გატენილი (ანუ ემოციებით) ნამდვილი ფსიქოდელია თავიდან ბოლომდე გამორიცხავს ამქევყნიურ ემოციებს, ნამდვილ ფსიქოდელიურ მუსიკაში უფრო ისეტი კატეგორიები და ცნებები იკავებს ადგილს რომელსაც ვერც სახელს დაარქმევ და ვერც აღწერ ისე, რომ სხვამ გაიგოს, თუმც აის ტუ რაზე ვლაპარაკობ მე ეხლა, ყველასთვის ადვილად გასაგები უნდა იყოს.
ანუ დარკ ფსაის საუნდის მიხედვით ვყოფ ნეოშამანურ და ჰორორ დარკფსაიდ (თუმცა ზოგიერთს მიაჩნია რომ ჰორორი აუცილებლად მაღალბპმიანი უნდა იყოს). უძველესი შამანები ისეთ ადგილას სადაც მაღალი რევერი (ექოსუნარიანობა) იყო, ჯდებოდნენ და ატარებდნენ თავიანთ რიტუალს შამანური საკრავებით (ძირითადად დასარტყამი ინსტრუმენტებით) ასეთ ადგილებს ჰქონდათ არამარტო “დიდი მისარების” ეფექტი არამედ ხმათა დაბრუნების უნარი, რაც ჩვეულებრივი დასარტყამი ინსტრუმენტის გამოყენებით მიიღებდა ისეთ მუსიკას როგორიც დრესაა ბნელი ფსაიტრანსი (პირველი დარტყმა კარგად ისმის, დანარჩენი სამი თითქოს მისი ექოაო)
ამრიგად ასეთი დაყოფის არგუმენტირება შეიძლება არამარტო საუნდის განსხვავებულობებით არამედ ისტორიული მონაცემების ანალიზითაც.
ბოლოსთვის ეს უმაგრესი შამანური დარკი შემოვინახე რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს ინდუსტრიულ ჰორორთან, უძველესი რელიგიური რიტუალის ელექტრონული რეინკარნაციაა და მოსწონს თავისი საქციელი და მეც მომწონს :პუნკ:
Sharing is Caring

გუშინ მოხდა ასეთი რაღაც. ჩვენი ფორუმის ერთ–ერთ მომხარებელს მაიდგა მაისფეისზე ერთ–ერთი არტისტი რომლის ალბუმი იმავე მომხმარებლის მიერ იყო დადებული psy.ge ზე და დაუსვა კითხვა, ვინ ხარ? პრომოუტერი? ლეიბლი? რატომ დებ ჩემს პროდუქციას? ძალიან მარტივია ამ ადამიანის პროტესტის გამართლება სამოქალაქო კოდექსით, დაჟე ზოგადი ეთიკით, მაგრამ რა მოხდებოდა საერთოდ რო არ გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის ასეთი პროდუქცია? რა დონეზე იქნებოდა ჩვენი გემოვნება, რომ არა გადმოსაწერი საიტები საიდანაც ფასიანი პროდუქციის დათრევა შეიძლება – უფასოდ? ის ალბუმები რომლებიც კომპში მაქვს მათი რაოდენობის მიხედვით რომ გამოვითვალო დაახლოებით 10 000 $ დამიჯდებოდა.
განვითარებადი ქვეყნები აუცილებლად დაიჩაგრებიან მუსიკალური ან სხვა სახის გემოვნების მხრივ, თუ პირატობის წინაარმდეგ ბრძოლა ისე გააქტიურდება, როგორც მაგალითად ბოლო დროს სკანდნავიაში. მინდა გავიხსენო შემთხვევები როცა ჩემს მეგობრებს ან მე შეგვიკვეთია ან უცხოეთში ვიზიტისას გვიყიდია CD დაქაჩული ალბუმის მოსმენის შემდეგ. თუკი მუსიკალური პროდიუსერები ვერ მივლენ იმ აზრამდე რომ ჩვენნაირი ქვეყნის მოქალაქისთვის თითქმის შეუძლებელია მათი მუსიკის ყიდვა მისი წინასწარ მოსმენის გარეშე, ეს ძალიან სამწუხარო იქნება. მეორეს მხრივ იმისთვის რომ არც თუ ისე ცნობილი არტისტის შესახებ ადამიანს მიუვიდეს ინფორმაცია, მოეწონოს, დააფასოს მისი შემოქმედება – საჭიროა იცნობდეს მას, ჰქონდეს ზოგადი ინფორმაცია და რაც მთავარია, ჰქონდეს მოსმენილი.
თუკი დასავლურ ქვეყნებში საკუთარი ქოფირაითის დარღვევის წინააღდეგ არ წასვლა ფინანსური თვალსაზრისით თვითმკვლელობაა, ჩვენნაირ ქვეყნებში ეს საკუთარი მუსიკის არ მოსმენის მოთხოვნაა, იმიტომ რომ მუსიკის მოსმენისა და გავრცელების სხვა გზები არ არსებობს (იმიტომ რომ არ არსებობს მოთხოვნილება) ჩემი აზრით ცოტა ხანში მუსიკალური პროდიუსერების ერთადერთი შემოსავალი ლაივები, კოცერტები, პაწიკები იქნება. ლოგიკით – რაც უფრო მეტმა იცის შენს შესახებ, მით უფრო მეტი მოდის შენს ლაივზე – ყველა ახალგამოსული ალბუმი და ეპ იქნება პრომო, ეს მისცემს ადამიანებს უფლებას მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა და სოციალური მდგომარეობისა მოუსმინოს იმას რაც მოსწონს და ამაშია რაფერი არ იყოს არალეგალური, ხელოვნება ხომ ყველას ეკუთვნის :punk:
უძველესი ასტრონავტები
უძველეს ნახატებში ხშირად გვხვდება ელიენების მსგავსი ნახატები, რამ გამოიწვია ეს, რა იმალება ამ ყველაფრის უკან? რა არის შამანიზმი. რატომ არსებობს ორნაირი მუსიკა – ერთი ემოციური – მეორე სარიტუალო რომელსაც ახასიათებს ტვინზე ზემოქმედების უნარი. power of sound and power of mind. საკაიფო დოკუმენტური ფილმია ძველ შამანიზმზე, იმ ხერხებზე რომლებითაც შამანები ცდილობდნენ altered stateებისთვის მიეღწიათ. ცნობილი მეცნიერების მოსაზრებები (მათ ორის სტანისლავ გროფის). ცდები და ფაქტები, ისტორია და დღევანდელობა…
ფსიქოდელიური/გოა ტრანსი

პირველ რიგში გაცნობებთ რომ ბლოგზე ყველა პოსტი წავშალე, ამიერიდან დავწერ მარტო ფსიქოდელიურ ტრანსზე. შევეცდები უახლოეს მომავალში გადავიყვანო დომენზე.
განახლებული ბლოგის პირველი სტატია ეძღვნება იმათ ვისაც მოსწონს ფსიქოდელიური ტრანსი მაგრამ რეალურად წამროდგენა არ აქვს მის ისტორიაზე, განვთარების ეტაპებზე, ქვესტილებზე და იდელოგიაზე. სტატიას ასევე მოყვება მცირე გზამკვლელვი.
ისტორია
ფსიქოდელიური ტრანსის ჩამოყალიბება უკავშირდება 60–იანებში დაწყებულ ჰიპურ მოძრაობას. როგორც მოგეხსენებათ ჰიპების ერთი ნაწილი ჩავიდა ინდოეთის პროვინცია გოაში სადაც ანჯუნასა და ვაგატორის პლიაჟებზე იმართებოდა ჰიპების შეკრებები. 80–იანების დასაწყისიდან გოაში შეაღწია ელექტრონულმა მუსიკამ. იმ დროისათვის შექმნილი კომპოზიციები არასკამარისად ფსიქოდელიურად მიიჩნეოდა ჰიპების მიერ, თუმცა დროთა განვმალობაში მათ იპოვეს ისეთი მუსიკა, რომელიც მათ ყოფასთან და აზროვნებასთან შესაბამისი იყო.თავის ინტერვიუში ფსაიტრანსის ცნობილი დიჯეი გოა გილი ამბობს, რომ მიქსტეიფებისა და იმდროინდელი მუსიკის პირობებშ დიჯეი უფრო მეტს წარმოადგენდა ვიდრე უბრალოდ ტიპი რომელიც თუნდაც ფართის აურას უზრუნველყოფს ან “შამანის” როლს ასრულებს. ფსიქოდელიური მუსიკის არარსებობის გამო დიჯეებს უწევდათ მხოლოდ იმ ნაწილების ამოჭრა რაც შეიძლებოდა უფრო შესაბამისი ყოფილიყო ჰიპურ იდეოლოგიასთან. ტექნო გოაში ვერ დამკვიდრდა, დასავლეთიდან ჩასული პროექტები იქ მყოფებს ექსპერიმენტალურ მუსიკას სთავაზობდნენ. 90–იანების დასაწყისში გოამ მიიღო ევროპული ტრანსის სტრუქტურა, დექნიკა და საუნდი და მოახდინა მისი ფსიქოდელიზირება, თუმცა შეიძლება ითქვას, ამ დროისთვის იქ უკვე არსბეობდა ტექნოს და ინდური რელიგიური და კულტურული მუსიკის სინთეზი ფსიქოდელიური ელემენტებით (პროექტები: “შრი–ჰარი” (რომელიც ძირითადად მანტრების ელექტრონიზირებით იყო დაკავებული), “ასტრალაზია” და ა.შ
90 იანების შუაში უკვე გოა ტრანსის კულტურამ თავის პიკს მიაღწია. გოა ტრანს ფართი ჰიპური კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. 95 წლიდან უკვე იწყება დასავლეთის ზეგავლენა (უფროსწორად იზრდება დასავლეთის ზეგავლენა, ასევე გაოტრანსი როგორც მუსიკა, იკვრება დასავლეთის ქვეყნებში, გოაში მყოფი პროდიუსერები გასვლით ტურებს იწყებენ და ა.შ)

ფსიქოდელიური ტრანსის წარმოქმნა გამოიწვია გოას საუნდის უფრო ელექტრონიზაციამ. საქმე იმაშია რომ გოატრანსის საუნდი უფრო ორგანული იყო ხოლო ფსაი დასავლურმა ჩარევამ ასევე ახალმა ინსტრუმენტებმა (ან ფსიქოდელიური მუსიკისთვის ახალმა) გამოიწვია საუნდის ტოტალური შეცვლა, იმდენად, რომ შეიქმნა ახალი სტილი – ფსიქოდელიური ტრანსი.
აუცილებელია აღინიშნოს ისრაელის ფაქტორი დასავლური ტრანსის განვითარებაში (თავისთავად უდავოა დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნის მიერ შეტანილ პროდიუსერთა წვლილი თუმცა ისრაელის ფსიქოდელიური ტრანს სცენის განვითარებამ გამოიწვია ახალი ქვესტილის fullon ის შექმნა (ეს სადავო საითხია და ამ თემაზე ჩემს არგუმენტებს მოგვიანებით მოვიყვან ცალკე სტატიაში) )
ტრანს ფართიები ისრაელის კლუბებში 92 წლიდან დაიწყო. ფსაიტრანსი ისრაელში ამ დროისთვის ანდერგრაუნდი იყო (ისრაელში ფსაიტრანსის შესვლა გამოიწვია 88 წელს ინდოეთის მეირ ისრაელისადმი საზღვრების გახსნამ, ვისაც არმიაში წასვლა არ უნდოდა ხშირ შემთხვევაში მიდიოდა გოაში)
აი ისრაელში ჩატარებული ერთ–ერთი ფართი (1992) :

92 წელს კლუბ “იმპულსში” შევიდა ისრაელის პოლიცია, დაარბია ფართი და ხალხი გაჩხრიკეს. ტრანსი გამოცხადდა აკრძალულ მუსიკად და ნარკოტიკების “მარეკლამირებელ” ხელოვნების ნაწილად. ამას მოჰყვა ტრანსის გაზლიერება, ამ წლებში იქმნება პროექტი Astral Projection. დარბევის ფაქტებს ეძღვნებოდა მატი ერთ–ერთი პირველი თრექი: “give trance a chance”
ისრატრანსმა შეიძინა საკუთარი სპეციფიკური საუნდი რაც შეიძლება აიხსნას ისრალეის ტრანს პროდიუსერების შემოქმედებითი სიალხოვის და მცირერიცხვოვანი (პირველ ეტაპზე) ტრანს საზოგაოდების ფაქტორით. პირველი პროექტები რომლებმაც შექმნეს გოა საუნდის ისრაელისეული ინტერპრეტაცია იყო Chakra, Edi mis, Astral Projection et.c. ისრა სუანდის დახასიათება შეიძლება როგორც უფრო თბილი და მეტად დისტორცირებული, ხშირად გამოიყენებოდა გიტარა. მოკლედ ეს იყო პირველი წარმატებული მცდელობა დასავლური ტრანსისა და ფსიქოდელიური გოატრანსის ჰიბრიდის შექმნისა.
ისრაელში ფსიქოდელიური ტრანსი დღეს ერთ–ერთი წამყვანი ელექტრონული მუსიკის სტილია, ისრაელს გააცნია ყველაზე განვითარებული და მრავალრიცხვოვანი ფსიქოდელირუი ტრანსის სცენა.
იდეოლოგია

მაიკლ მაკეიტირი ერთ–ერთი პირველი იყო ვინც მეცნიერული თვალსაზრისით მოახდინა ფსიქოდელიური ტრანსის იდელოგიის, ფსაი ფართის დეფინიციის და ა.შ სისტემიზირება. თავის პუბლიკაციაში: “უძველესი თემური რიტუალის ხელახალი განსაზღვრება” იგი ფსიქოდელიურ ტრანს ფართის ახასიათებს როგორც თანამედროვე კომუნის სეკულარულ რიტუალს. ის მიიჩნევს რომ ფსიქოდელიური ტრანსი სხვა არაფერია თუ არა უძველესი შამანური რიტუალების ხელახალი ინტერპრეტაცია ახალი ტექნოლოგიიებითა და ახალი საშუალებებით. იმავე პუბლიკაციაში გოა გილი (დიჯეი რომელიც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ) აღწერს ტრანს მუსიკის როლს ფსაი ფართის კონსეპტში და ახდენს მისი იდეოლოგიის დეფინიციას: “ტომური დასარტყამი ინსტრუმენტების რითმებისა და “უცხოპლანეტური წარმოშობის სინთეზატორების საუნდი” – უძველესს + მომავალი = დღევანდელობა”
ფსიქოდლეიური ტრანსი ძველის და ახალის სინთეზის, ‘უამნკოებასთან” დაბრუნების და სხვათა პარალელურად იყო ინდუისტური და ბუდისტური (ზოგჯერ ქრისტიანული/იუდაისტური (astral projection – let there be light) სემპლების შემცველი. ეს არცაა გასაკვირი, როგორც უკვე აღვნიშნეთ “ხელახალი განსაზღვრა” სწორედ მანტრების ელექტრონიზაციით დაიწყო.
ფსიქოდელიური ტრანსის მსმენელები ფართიზე მისვლისას განიცდიან სამყაროსთან ერთიანობის შეგრძნებას, გაუჩერებელ ბიტზე ტრანს ცეკვის (trancedance როგორ მეთარგმნა არ ვიცოდი :დ ) მეთოდით გარკვეულწილად თიშავენ პიროვნებას, რადგან ფსაიფართიზე ყველა თანასწორია ერთიდაიგივე მიზნით და ერთიდაიგივე მიზეზით მისული. მე ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას რომ ფსიქოდელიური ფართი სეკულარული რიტუალია. ფსაი ფართი სუფთა რელიგიური რიტუალია უბრალოდ მოიცავს უზომო თავსიუფლებას საკუთარი თავის გამოხატვაში. ფსიქოდელიური კომუნა კი ყველაზე ერთიანია იმგვარად, რომ მის წევრთა ინდივიდუალიზმი პროტესტს არ იწვევს…პირიქით
დროთა განვმალობაში ფსიქოდელიურმა ტრანსმა განიცადა ევროპული “პროგრესივიზაცია” როგორც საუნდით ისე კონცეფციით (90 იანების ბოლოში სკანდინავიის ქვეყნებში შეიქმნა პროგრესული ფსაიტრანსი). სემპლებში შეიმჩნევა რელიგიური ტექსტების ნაკლებობა და სამეცნიერო ფანტასტიკის გააქტიურება.
ფსაიტრანსი საქართველოში
ტრანსის განვითარება დაიწყო ქართული ფორუმით trance.ge, ამ ფორუმისა და პრომო ჯგუფის მფლობელებმა მოაწყვეს პირველი ტრანს ფარტიები საქართველოში და ახლაც განაგრძობენ პაწიკების კეთებას. ფსაიტრანსის კონცეფციის სრული განხორციელება მისი ნაკლებად პოპულარულობისა და თანხების ნაკლებობის გამო ვერ ხდებოდა. Trance.Ge (otory, opiumdream, guro et.c) აკეთებდა ფართიებს კლუბებსი. ამავდროულად ერთადერთი მთლიანად ფსქოდელიური ფართი (ევროპული ტრანსის გარეშე) ჩატარდა მხოლოდ ერთხელ.
წინა წლის სექტემბერში Trance.Ge ზე შეკრებილმა მეორე ჯგუფმა AlienZflight–მ გააკეთა პირველი ნამდვილი ფსიქოდელიური ტრანს ფართი (ფართი იმ კონცეფციით რომელიც იდეოლოგიის თავში აღვწერე). მეორე ღია ცის ქვეშ ჩატარებული ფართი იყო Lost city Open Air, რომეიც ჩაატარა AlienZflight–ს საიდ ჯგუფმა: Sunshine Group. ამ ფართიზე დაწერასაც არ ვაპირებ უბრალოდ მინდა რამდენიმე სტატია შემოგთავაზოთ მეზობელი ბლოგებიდან რომელიც აკრგად აღწერს ფართის:
ასევე, 13 ივნისს ჩატარდება Trance.Ge-ს მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი ფართი ღია ცის ქვეშ, დაიკვრება ევროპული ტრანსი და Fullon. ასევე Sunshine Group ივლისის შუაში მოაწყობს კიდევ ერთ, უფრო დიდ და უფრო ლამაზ ივენთს.
გზამკვლევი

საიდან დავქაცოთ ფსიქოდელიური ტრანსი:
ფორუმები:
psy.ge -ქართული ფსიქოდელიური ფორუმი
Psynews.org – ინტერნაციონალური
Psytrance.ru -რუსული ფსიქოდელიური ფორუმი
Psyshine.org.ua – უკრაინული ფსიქოდლეიური ფორუმი
ივენთები:
Goatance.de – ამ საიტზე შეძლებთ ყველა ფსიქოდელიურ ტრანს ივენთის ნახვას რაც არ უნდა ანდერგრაუნდი იყოს და სადაც არ უნდა იყოთ…
-
Archives
- October 2009 (4)
- September 2009 (6)
- August 2009 (8)
- July 2009 (3)
- June 2009 (4)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS