პოლანსკის პიანისტის დასაწყისში, დაბომბვა მიმდინარეობს შპილმანი კი ახალგაცნობილ გოგონას ეფლირტავება “აქამდე სად მალავდი ამ გოგოს” ეტ.ც. როცა მოსახლეობა გეტოში მიდის იგივე გოგოსთან დრამატული საუბარი იმართება, შპილმანი სიტყვებსაც ვერ არჩევს. იდეაა ისაა, რომ ომი ნორმალურია, მთავარია…(ამ შემთხვევაში) გეტო არ გააკეთო.
კუსტურიცას მიწისქვეშეთშიც არის დაბომბვის სცენა, სახლს ბომბავენ მთავარ გმირს კი სექსი აქვს. იმის გადმოცემის გარდა, რომ მთავარ გმირს არ აინტერესებს, რადიკალურად კიდია ეს სცენა ასევე აღნიშნავს ომის ნატურალურობას.
მეხუთე ელემენტში ლილუს ომი შეყავს საძებნ ტერმად მომავლის სუპერვიკიპედიაში :დ შედეგებით გაოგნებული უარს ამბობს იყოს მეხუთე ელემენტი, თუმცა კორბენი არწმუნებს, რომ არსებობს სხვა კარგი რაღაცეებიც. იკვეთება იგივე იდეა, ომი ნორმალურია, მთავარია სიყვარულიც ნორმალური იყოს.
ბუნების მითის ამ ვარიაციის დასანგრევად ერთადერთ გამოსავლად ჩარლი ჩაპლინი მესახება (ამერიკელების და ევროპელების დაფინანსებით გადაღებულ ბალკანური ან აფრიკული ფილმების რეალიზმს თუ არ ჩავთვლით რა თქმაუნდა :დ), “დიდი დიქტატორი” უკუღმა მფრინავი თვითმრინავი, არტილერიის ტრიალი, ნისლში შემთხვევით მტრის რიგებში გადასვლა, ომის დაცინვა რეალურად.
თავისი არსებობის პირველეტაპზე მუსიკა ერთგვარი საყოფაცხოვრებო ელემენტი იყო. იგი გამოიყენებოდა მაგალითად შრომის ორგანიზაციისთვის. ეს ფუნქცია დღესაც კი არ დაუკარგავს, მაგალითად კუროსავას შვიდ სამურაიში მოსავალის აღების დროს ფერმერების სიმღერა მოსავლის აღების პროცესის რითმს არეგულირებს. საბჭოური ფილმებშიც თიბვის რითმისა და მუსიკის რითმის დამთხვევა მუსიკის ამ უძველესი ფუნქციის გამომხატველია. სხვა ფუნქციების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა მიგვიყვანს იმ აზრამდე, რომ მუსიკა პირადი ემოციის გამოხატვის გარდა საჯარო კონტროლის საშუალება იყო/არის. ემოციისა და საჯარო კონტროლის დაპირისპირების ყველაზე მაგარი მაგალითიც “შვიდ სამურაიში” გვხდება. სანამ ფერმერები და სამურაები დაკარგულ თანამოაზრეს გლოვობენ კიკუჩიოს ამაღლებულ ადგილას ფერმერების დროშა ააქვს, ამ დროს ხალხი გლოვას წყვეტს დაისმის აბსოლუტურად იგივე მუსიკა ოღონდ უფრო ასე ვთქვათ…ანთემური ვარიანტი. სამგლოვიარო მელოდია უცბად იქცევა შემართების, ომის, სიდიადის მუსიკად, ერთგვარ ინსტიტუციონალურ მუსიკად.
სამყაროში, სადაც სიტყვა “მუსიკალური ინდუსტრია” არსებობს არ შეიძლება მუსიკას ზემოთმოყვანილი ფუნქციები ჰქონდეს დაკარგული. ბევრი ჩვენთაგანი მუსიკალურ ნაწარმოებში საკუთარ ემოციებსა და გრძნობებს ეძებს თუმცა იგივე მიზეზით იყო შეიარაღებული ზემოთმოყვანილი “ფერმერული მუსიკის” მსმენელი/შემსრულებელი/მის რითმზე მომუშავე. მუსიკალურ ნაწარმოებთა დიდი ნაწილი სწორედ ასეთი შინაარსისაა მსმენელი არამარტო ისმენს, არამედ იღებს მას, არამედ მის შესაბამისად იქცევა. კომპოზიტორი/შემსრულებელი კი ერთგვარი მენეჯერია, როგორც “ბენ ჰურში” ტიპი რომელიც ბღავის და ნიჩბების მოძრაობას აკონტროლებს.
კლასიკური ნაწარმოებები კონტრარგუმენტად არ გამოდგება, მოცარტის რექუიემიდან “დიეს ირე” განვიხილოთ. გვაშინებს/შემართებას გვმატებს, გააჩნია რომელ მხარეს დავიჭერთ. რაც არ უნდა მოგვწონდეს ეს ვეში, ის რელიგიური შინაარსისაა და მისი ნებრისმიერი რიმეიქი ასევე გახლავთ. გენიოსის მთავარი მიღწევა სწორედ ისაა, რომ სიტყვებით აბსოლუტურად გამოთქმადი ბევრად უფრო უკეთესად გამოთქვას, პოეზია ან თუნდაც პროზა სწორედ ამას აკეთებს, რაღაცას ამბობს მაგრამ ამავდროულად სპეციფიკურ ემოციას ანიჭებს ამ ნათქვამს, ეს ერთგვარი ემოციური საკურსოა ან დისერტაციაა რომლის უყურადღებო მკითხველიც ისეთივე დასკვნებით შეიარაღდება, როგორც ყურადღებიანი, უემოციო დისერტაციის მკითხველი სადაც ყველაფერი ანალიტიკურადაა განხილული, აბზაც–აბზაც დალაგებული, დაღეჭილი და ახსნილი თავისი ფუტნოუტებით.
გაკნითხვის დღე for lamers:
თანამედროვე მუსიკაზე კლუბური და ელექტრონული მუსიკა გვახსენდება თავისი “ნარკოტიკულობით” უკვე იასნი ხდება რომ კლუბი დასტრესილი ხალხის სეკრების ადგილია. ვა პარასკევია, მთელი კვირა კრედიტის გადახდას შევალიე (რა ფრანგული სიტყვა დაიდო) ახლა დროა გავჭედო, ამისთვის კი ყველაზე მინიმუმ – მინიმალ ტექნო მაქსიმუმ პროდიჯი მჭირდება, ბევრი არაყი, ექსტაზი, პლანი და ლსდ. თუმცა არსებობსმუსიკა, რომელიც ამ ფუნქციონალურწრეში ვერ ჩაჯდება, იმიტომ რომ თავისი შინაარსით უპირისპირდება მას. სფეის როკი ან ემბიენთი, დარკემბიენთი, ბევრი ექსპერიმენტალი, დაბსთეფი, ჰაიტეკ ფსიქოდელია ა.შ ეს ყველაფერი ინდივიდის ტოტალურობაა. თანამედროვე იდეოლოგია – შენ ქმნი შენსავე სამყაროს სხვა არაფერია, თუ არა ის ფაქტი, რომ ჩვენ ჩვენივე თავის დიქტატორები ვართ.
მოცარტისგან განსხვავებით ასეთი მუსიკა არ აშინებს, ალბათ ასეთი მუსიკის შექმნა მაშინ დაიწყო, როცა ადამიანებმა გადაწყვიტეს სხვები არ შეეშინებინათ:
ბონუსად, ნახატისა და მუსიკის შეუსაბამობა – გამარჯვებულ მხარედ ყოფნის იძულება:
ბონუსი ორი: Ai-ai-ai, taas sattuu, aa-aa-aa
ehkä siihenkin tottuu, uu-uu-uu
Kohtalon piston sieluuni sain
en siitä koskaan toipune kai
Herätessäin ol’ aamun koi
Huomasin sunnuntaikellot jo soi
რას ნიშნავს ჩვენთვის კომპიუტერი? ეს კითხვა უფრო ზოგადია ვიდრე ჩვენს კეისში მყოფი მიკროსქემებისა და ვინტილიატორებისგან შემდაგი ფსევდოინტელექტის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მცდელობა (აუჰ რა ჩავხლართე). ჩვენთვის კომპიუტერი ის მანქანაა, რომელიც გვიხსნის როგორი უნდა იყოს ეფექტური ადამიანი. კომპიუტერი ერთგვარი იდეალური ადამიანიცაა, მას არ აქვს ემოციები და გრძნობები შესაბამისად შეუძლია წამის მეათედში მოახდინოს რაიმეს გამოთვლა. კომპიუტერის არსებობა უკვე ნიშნავს აზროვნების ახალი სისტემის არსებობას.
ამ აზროვნების მიმართულების კრიტიკა ფილმებში საკმაოდ აქტუალურია. კომპიუტერამდე კალკულატორიც არსბეობდა მაგრამ ის, რომ მისმა არსბეობამ ადამიანებისთვის რაღაც ახალი და ალტერნატიული პერსპექტივა დასახა უდავოა, თუნდაც რობოტებისა და ადამიანების დაპირპირება ფილმში. (ყველაზე მარტივი მაგალითია “მე, რობოტი” (თუმცა ამ ფილმში ვილ სმიტის პერსონაჟი თვითონაა კიბორგი). მე რობოტზე გამახსენდა, 7 pound–ში უტილიტარიანული იდეების სიმბოლიზაციას წარმოადგენს გიგანტური მექანიკური მანქანა – ამ თვისებით კომპიუტერთან დაპირისპირებული რომელსაც ვილ სმიტის პერსონაჟი აღადგენს და რომელიც იდეაში არაფერში არ გამოდგება გარდა იმისა რომ გულით ავადმყოფ ადამიანს სიამოვნებას მიანიჭებს და ცხოვრებას გაუხალისხებს.
გოდარის ალფავილი ყველაზე კარგად აღწერს რა გვაწავლა კომპიუტერმა. სისტემამ რომელიც ნათელს ხდის იმას, რომ ყველაფერი დაპროგრამირებულია. ”ალფავილში” ადამიანები გიგანტური კომპიუტერის მიერ არიან კონტროლირებული, იგი მოხმარებიდან იღებს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა მაგალითად სიყვარული. მაშინვე თანამედროვე საზოგადოებასთან გვიწევს გაიგივება, ნამდვილი “სიყვარული” ერთგვარი ტაბუა, მისი სახელით ხომ ამდენი ცუდი გაკეთდა, ნამდვილი სიყვარულის ქონის პრეტენზია კი ყველაზე მინიმუმ არაგულწრფელობაა “ჰიტლერს და სტალინსაც უყვარდათ ბავშვები” ალფავილში კი სიყვარული პოეზიის მეშვეობითაა ახსნილი (ბევრად უფრო ძველი “ვიზარდ ოფ ოზი” უპირისპირდება ალფავილის იდეოლოგიას)
სიყვარულის იდეის არარსებობაზე კომპიუტერულად მართულ სისტემაში საინტერესოა thx1138
ფილმ “მთვარეში” მთავარ პერსონაჟსს, სემს, სწორედ კომპიუტერი ეხმარება ადამიანის მიერ ალბათ დიდი სიყვარულით შექმნილი კორპორატიული მახისგან გათავისუფლებაში. თუ გახსოვთ კომპიუტერის ღიმილი ან მისი ტირილი რომელიც მოკლებულია ყველანაირ ხელოვნურობას, ყველანაირ ქოფიქეთს. კომპიუტერი იმიტომ არ ტირის, რომ ასეა საჭირო, რომ ეს დედამ ასწავლა ან სკოლაში ასე დააპროგრამირეს. მას ხომ არ აქვს ისტორია, მას ხომ არ აქვს ქვეცნობიერი ან არაცნობიერი. იგი უბრალოდ უთანაგრძნობს სემს ძალიან მარტივი და გულწრფელი კოდით და ეს ანიმაციური ტირილის სმაილი ყველაზე გულწრფელი ტირილია ფილმის ისტორიაში. (ახლა ვერ ვიპოვე სურათი თან ფილმს მთლიანად უნდა უყუროთ ის სმაილი რომ აღიქვათ)
საერთოდ ფილმი “მთვარე” კოსმიური ოდისეის “ჯინაზე” გადაღებულს გავს. კუბრიკის კომპიუტერი უემოციოა, მხოლოდ ფერს იცვლის, ნათების ინტენსივობას (კამერა, თვალი). ფილმში ე.გ.მ ხომალდის მგზავრებს ხოცავს, “რადგან ეს მისია მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია”. ეს არამარტო მანქანების შიშია (რომელიც იმ დროისთვის საკმაოდ აქტუალური იყო – სიახლე იყო) არამედ იმ აზროვნების კრიტიკაცაა რომელიც “კომპიუტერიზირებულ” ადამიანს შეიძლება ჩამოუყალიბდეს. ვსმისლე თვითონ იუპიტერზე წასვლა ძველი სამყაროსთვის დამახასიათებელი პრაქტიკაში გამოყენებისათვის შესწავლის სურვილი კიარა თანამედროვე არ ცოდნის შიშია. ჩვენ გვეშინია იმის რომ არ ვიცით რას ნიშნავს შავი ხვრელები და ამაზეა აგებული მთელი პოპულარული მეცნიერება ასეთი ჟანრიც სელფ–ჰელპის არ იყოს, მარტო წიგნების თანამედროვე მაღაზიებში თუ გაჩნდება ))
დღეს ყველაზე დიდი იდეოლოგიური დაპირისპირება სწორედ ესაა. თუმცა არა გარეთ, აქციების, ჰიმნების და სხვადასხვა ფერის დროშებისა თუ სამკლაურების თანხლებით, არამედ ჩვენში…ღრმად
საბჭოთა სიმბოლიკის გარშემო ატეხილი ამბების შემხედვარე პატიოსან დამკვირვებელს უჩნდება კითხვა: არსებობს თუ არა წარსულის გამოვლინებათა უმტკივნეულო ჩანაცვლება? სტალინის ძეგლის მუზეუმში წაღების მოწინააღმდეგებსაც და მომხრეებსაც სინამდვილეში ერთი პოზიცია ეკავათ – “ეს საკითხი მნიშვნელოვანია”. რა არის ის შუალედური პოზიცია რომელიც ამ პროტესტის ელჭექიდან გამოგვიყვანს ჩვენც და სხვა ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებს მაგალითად პოლონეთს, პრიბალტიკას? დაცინვა. დაცინვა თანამედროვე სამყაროში ბრძოლის თითქმის ერთადერთი ფორმაა. მაგალითად წარმოიდგინეთ: სტალინის ძეგლის ადგილას ერთ–დღეს შიშველი სტალინი რომ გაჩენილიყო. ეს არამარტო საბჭოთა სიმბოლიკას ეხება, არამედ მთლიანად წარსულს, იმას რაც ჩვენს გენიალურ ეპოქას არ მიეკუთვნება:
ერთ–ერთ ფართიზე ჩემმა მეგობრებმა სახეზე სვასტიკები დაიხატეს. მოდერნისტული ფორუმ.ჯი–ს აჩემებულ “ლატენტურობას” თუ არ მივაქცევთ ყურადღებას მაშინვე მივხვდებით თუ რამდენად უძლურს ხდიდა ეს აქტი არამარტო სიმბოლიკას არამედ თვითონ იდეოლოგიასაც. მაიკა წარწერით СССР იგივე მიზანს ემსახურება – იყოს ერთ–ერთი მაისური იმათ შორიც რომლებიც რაღაც სასაცილოს ან აბსურდულს გვეუბნებიან. მოკლედ რადიკალიზმი არ უნდა დავუშვათ ამისთვის ყველანარი რადიკალიზმი სასაცილო უნდა იყოს თუნდაც “ავტორი” სერიოზული პრეტენზიებით გამოდიოდეს: მაგალითად სტალინის ძეგლზე რომელიმე ქართულ სოფლეში რეპორტაჟი რომ გაკეთთდეს იუმორისტული ტონით და საინფორმაციო გამოშვების ბოლოს, იმ დროს როცა აბსურდულ მსოფლიო რეკორდებზე ან ფესტივალებზე გვამცნობენ ხოლმე.
“სხვა” აუცილებლად ისაა რასაც შენ მასში ეწინააღმდეგები. ჩვენ გვაქვს ორი გამოსავალი ვიყოთ მოპასუხე მხარე, ანუ მოვახდინოთ მკაცრი რეაგირება რაღაც მოვლენებზე ან უბრალოდ დავაიგნოროთ – იგნორის უკიდურესი ფორმით დაცინვით. მაგალითად ჰელოუინზე სკოლის მოსწავლე რომ პიონერის ტანსაცმელით მივა ამაზე კარგი რა უნდა იყოს )) თანაც ერის გამორჩეული გენიოსის სიტყვების თანამედროვე ინტერპრეტაცია – “შიში შეიქმს სიყვარულსაო” კაკრაზ ასეთი უნდა იყოს: როცა ებრძვი აძლიერებ.